პუბლიკაციები
დაქირავებულის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში ან საომარ მოქმედებაში

 საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის („სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი“) პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება“.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 410 მუხლით („დაქირავებულის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში ან საომარ მოქმედებაში“) დაქირავებულის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში ან საომარ მოქმედებაში აღიარებულია სისხლის სამართლის დანაშაულად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 410 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად შეგროვება, გაწვრთნა, დაფინანსება ან სხვაგვარი მატერიალური უზრუნველყოფა დაქირავებულისა, აგრეთვე მისი გამოყენება შეიარაღებულ კონფლიქტში ან საომარ მოქმედებაში, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე“.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 410 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად იგივე ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ან არასრულწლოვნის მიმართ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან ცამეტ წლამდე“.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 410 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დაქირავებულის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში ან საომარ მოქმედებაში, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე“.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 410 მუხლის „შენიშვნით“ დადგენილია, რომ დაქირავებულად ითვლება ის, ვინც არ არის შეიარაღებულ კონფლიქტში ან საომარ მოქმედებაში მონაწილე სახელმწიფოს მოქალაქე და მოქმედებს მატერიალური გასამრჯელოსათვის, მუდმივად არ ცხოვრობს ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, აგრეთვე ის, ვინც გაგზავნილი არაა ოფიციალური მოვალეობის შესასრულებლად“.

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის („სამართლებრივი სახელმწიფო“) პირველი ნაწილის თანახმად საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო“.

კანონი უნდა აღსრულდეს.

კახაბერ როდინაძე, ადვოკატი (ბათუმი, აჭარა, საქართველო)

22.12.2022