რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი - რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენის შესახებ: ვინც ელოდება, ყოველთვის როდი იმარჯვებს...

     14 წელია, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილია - ვითარება, სხვა ქვეყნებთან მოსაწყენი ანალოგიების გარეშეანომალიურია: რუსეთი საქართველოსთვის ერთადერთი მართლმადიდებელი მეზობელია, უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და ინვესტორი, თუნდაც არ გავითვალისწინოთ მრავალსაუკუნოვანი კულტურული და დიასპორული კავშირები.

   გასული წლის შედეგების შეჯამებით, საქინფორმი აქვეყნებს ინტერვიუს არნო ხიდირბეგიშვილთან საქართველო-რუსეთის ურთიერთობების აღდგენის რეალიებისა და პერსპექტივების შესახებ - თემების, რომლებითაც ხშირად სპეკულირებენ სხვადასხვა პოლიტიკური და ფსევდოპოლიტიკური ძალები, რომლებსაც არ გააჩნიათ უფლებამოსილება, წარმოადგინოხელისუფლების ოფიციალური პოზიცია, უკიდურესად სპეციფიკური ელექტორატით, ან საერთოდ მის გარეშე.

-ბატონო არნო, ნუ ჩამითვლით არაპროფესიონალიზმში, მაგრამ დღეს დაგისვამთ ყველაზე პოპულარულ კითხვებს ზუსტად იმ ფორმულირებით, როგორსაც სვამენ საქართველოს მოქალაქეები.

-შევეცდები მათ მარტივად და გულწრფელად ვუპასუხო.

- მადლობა. მაშ ასე, პირველი კითხვა: მართალია თუ არა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, როგორც რადიკალური ოპოზიცია და საქართველოს მეგობართა ჯგუფიევროპასა და აშშ-ში უკვე დიდი ხანია ირწმუნებიან, უხვევს ევროატლანტიკურკურსიდან და საქართველოში რუსეთის ინტერესებს ატარებს?

- სიცრუეა. მთავრობას, საპარლამენტო უმრავლესობას და მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ არანაირი კონტაქტი არ აქვთ რუსეთის ხელმძღვანელობასთან - პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ფედერალურ კრებასთან, მმართველ პარტიასთან „Единая Россия“. რუსეთში არც ოპოზიციას აქვს კონტაქტები, მაგრამ არა იდეური, არამედ მერკანტილური მოსაზრებებით - მოსკოვი არაფერს იხდის, ხოლო დასავლეთი, უკრაინა და სააკაშვილ-კეზერაშვილის სალაროდან უხვად იხდიან.

- იქნებ ბიძინა ივანიშვილი ინარჩუნებს კონტაქტებს რუსეთის ხელმძღვანელობასთან, რომლის რუს ოლიგარქად აღიარებას საქართველოს დასავლელი მეგობრები“ საკანონმდებლო დონეზე ითხოვენ მის წინააღმდეგ სანქციების შემოღების მიზნით?

- არა, მილიარდერ ივანიშვილს შეხება არ აქვს რუსეთის ხელისუფლების არცერთ შტოსთან, მაგრამ, როგორც ბიზნესმენი, რომელიც რუსეთში მუშაობდა, კარგად იცნობს რუსეთის საქმიან ელიტას. მათ შეუძლიათ ურთიერთობა ისეთივე წარმატებით, როგორც მსხვილ ამერიკელ და ევროპელ ბიზნესმენებთან, ეს არის საქმიანი ადამიანების პარალელური სამყარო, სადაც მთავარი ბიზნესია და არა პოლიტიკა.

- მაშინ როგორ ახსნით ურთიერთკრიტიკა პრემიერის, მმართველი პარტიის თავმჯდომარის - და, მეორე მხრივ, აშშ-ს ელჩს, ევროპელ და ამერიკელ პარლამენტარებს შორის, რაც თითქმის მთელი წელი გრძელდებოდა? ამას ოპოზიცია ხელისუფლების ანტიდასავლური კამპანიით ხსნის.

- ესეც სიცრუეა. კოლექტიურმა დასავლეთმა, რომელსაც ბოლო დრომდე რუსეთის ხელმძღვანელობაც კი „ჩვენს პარტნიორებს“ უწოდებდა, საქართველოში საკუთარი დისკრედიტაცია თავად მოახდინა, რადგან გადააბიჯა წესიერების ყველა ზღვარს. პრესინგი - რა კანონები უნდა მიეღო, როგორ დაეთმო სააკაშვილისა და მის მიმდევრებისთვის, რომლებიც ყველაზე მკაცრ სასჯელს იმსახურებენ, საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან დიდხანს ითმინა, მაგრამ საბოლოოდ ვერ გაუძლო. უკანასკნელი წვეთი, რომელმაც მოთმინების ფიალა აავსო, იყო ბრძანება, გაეხსნათ მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ, რათა დახმარებოდნენ უკრაინას. ამას ივანიშვილისგან ითხოვდა ყველგან ცხვირის ჩამყოფი აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, რომელიც 21 მარტს სპეციალურად სახლში ეახლა, ამას ითხოვდნენ კიევის ხელმძღვანელები და დიპლომატები, ასევე "ჩვენი პარტნიორები" ევროკავშირიდან, აშშ-სა და ე. წ. ახალი ევროპის ქვეყნებიდან.

- ნიშნავს თუ არა კოლექტიური დასავლეთის ასეთი თვითლუსტრაცია საქართველოს ავტომატურ დაახლოებას რუსეთთან?

- ვინც ელოდება, ყოველთვის როდი იმარჯვებს: საქართველოს ხელმძღვანელობა არ ჩქარობს რუსეთთან დიალოგის დაწყებას, როგორც ჩანს, ელოდება რით დასრულდება ომი უკრაინაში. ამ პოზიციას იზიარებს ზოგიერთი სხვა ქვეყანაც. მაგრამ სპეცოპერაცია შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს - როგორც გუშინ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე განაცხადა, რუსეთის ეკონომიკა არ იქნება მილიტარიზებული რუსეთის მოქალაქეების სოციალური ინტერესების საზიანოდ. ხოლო როცა რუსეთი ყველა დასახულ ამოცანას მიაღწევს, როგორც ბოლოში პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რუსეთი წამოაყენებს უკვე სხვა პირობებს ურთიერთობების დასარეგულირებლად, მაგრამ ისინი საქართველოსთვის ნაკლებად მომგებიანი იქნება. ამის შესახებ არაერთხელ დავწერე ანალიტიკურ პუბლიკაციებში და ძველ არგუმენტებს აღარ გავიმეორებ. უბრალოდ გეტყვით, რომ საქართველოს დღეს აქვს შანსი გახდეს რუსეთისთვის ბელორუსიაზე არანაკლებ ღირებული პარტნიორი და მისგან ტრადიციული რუსული ექსპორტი - მარცვლეული, ნავთობპროდუქტები და ა.შ. - შეღავათიანი, თითქმის შიდა, და არა საექსპორტო ფასებით მიიღოს.

- და რას ფიქრობთ რუსეთთან ვიზების გაუქმებასდა პირდაპირავიამიმოსვლის აღდგენაზე, რაც არაერთხელ გამოცხადდა, მაგრამ ყოველ ჯერზე გადაიდო?

- რუსეთის ვიზები საქართველოს მოქალაქეებისთვის მომავალი წლის ივნისში გაუქმდება, ამ დროისთვის რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლაც აღდგება. ახლა მიმდინარეობს რუტინული ტექნიკური მუშაობა პრეზიდენტ პუტინის 2022 წლის 6 სექტემბრის შესაბამისი დავალების შესასრულებლად და აქ არაფერ შუაშია პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეების სხვადასხვა მიმართვა, რომლებიც უკვე მერამდენედ ცდილობდნენ საკუთარ თავს მიაწერონ ეს „დამსახურება“.

- რჩება მხოლოდ დიპურთიერთობების აღდგენა, მაგრამ აქ ქართული მხარის ოფიციალური პირობა ჯერ ტერიტორიების დაბრუნებაა. საქართველოში დაქსაქსული ე.წ. პრორუსული ჯგუფები კი რუსეთიდან შემდეგნაირ დეპეშას ელიან: „ვირფასო ქართველებო! უარი თქვით ნატოზე და მე დაგიბრუნებაფხაზეთსდა სამხრეთ ოსეთს. პატივისცემით ვ. პუტინი. მოსკოვი, კრემლი".

- ეს ყველაფერი არარეალური და არასერიოზულია. დიპურთიერთობების აღდგენა, როგორც ერთმა ჩემმა კარგმა ნაცნობმა - მაღალკვალიფიციურმა დიპლომატმა სწორად აღნიშნა, მხარეებს შორის კომპრომისის შედეგი კი არა, არამედ კომპრომისის მიღწევის ინსტრუმენტი, საშუალებაა! რომ მოვილაპარაკოთ, უნდა ვილაპარაკოთ, უკაცრავად ტავტოლოგიისთვის.

- და კომპრომისი შესაძლებელია?

– უპირველეს ყოვლისა, „მზის სათვალე“ უნდა მოვიხსნათ და თუნდაც თვალმჭრელ რეალობას საკუთარი სახელი ვუწოდოთ. ცხინვალის რეგიონში სამხედრო კონფლიქტი სააკაშვილმა დაიწყო, რაც რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების მიზეზი გახდა. რუსეთი სიამოვნებით გაიყვანს იქიდან სამხედრო ბაზებს და თავისი ბიუჯეტისთვის დიდ სარგებელსაც ნახავს, თუ ქართველები შეურიგდებიან აფხაზებსა და ოსებს. ადრე თუ გვიან ქართველების, აფხაზების და ოსების ახალგაზრდა თაობა საერთო ენას იპოვის. სასიხარულოა, რომ ჩრდილოელ და სამაჩაბლოს ოსებს უყვართ თბილისში სტუმრობა, რომ აფხაზიბი სამკურნალოდ და ნათესავებთან ჩამოდიან და პირიქით.„„ მაგრამ სანამ იქ ვეტერანი ბოევიკები მართავენ, რომლებიც თანაბრად აგრესიულები არიან როგორც ქართველების, ისე რუსების მიმართ, თუ ეს უკანასკნელნი რაიმე მათთვის არასასიამოვნოს იტყვიან, ხოლო სამხედრო დამნაშავეები ყურაშვილი და ბარბაქაძე ყოველდღიურად ჩნდებიან ქართულ ტელეეკრანებზე, შერიგება არ მოხდება.

რაც შეეხება უბრალო ხალხს, ვისაც შერიგება სურდა, ისინი უკვე შერიგდნენ, ადამიანების მოძრაობა შეინიშნება ორივე მიმართულებით, ოღონდ დიდი მოსამზადებელი სამუშაოა ჩასატარებელი, ორმა ფიქტიურმა სტრუქტურამ - შერიგების საქმეთა მინისტრის აპარატმა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ - არც კი იციან, საქართველოში რეალურად რამდენი ლტოლვილი დარჩა და მათგან რომელს სურს სახლში დაბრუნება. ჩემი ინფორმაციით, ისინი 20 პროცენტზე მეტს არ შეადგენენ. იმდენი წელია, მათ დახმარებას აძლევენ, სახლებს უშენებენ, თითქმის ყველა დასაქმებულია, ბევრი - ძალიან კარგად და არა მარტო თბილისში, რუსეთშიც. ასე რომ, უკვე აღარ იქნება შესაძლებელი უწინდელი ბალანსის დაბრუნება, როცა იქ ქართველები უმრავლესობას წარმოადგენდნენ. დაბრუნების შემთხვევაში, აფხაზეთში ისინი უმცირესობაში იქნებიან.

- და ბოლო კითხვა: ზაფხულში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეებიდან 150 ათასი საქართველოში რჩება. ეს კარგია თუ ცუდი, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს? შეუძლია თუ არა ამას პოზიტიური როლი შეასრულოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენაში?

- ჩემი ინფორმაციით - 120 ათასი, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, საბჭოთა საქართველოში 350 ათასი რუსი ცხოვრობდა და არანაირი პრობლემა არ გვქონდა, პირიქით... თქვენს წინა შეკითხვას დავამატებ, რომ სასწრაფოდ უნდა გავაუქმოთ სულელური კანონები, რომლებიც კრძალავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ნამყოფი რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლას! ეს კანონები მოქმედებს საქართველოს წინააღმდეგ, რადგანაც აფხაზეთიც და ცხინვალის რეგიონიც საქართველოა! ეს ასევე აფერხებს შერიგების პროცესს, როგორც კანონები, რომლებიც აიგივებს საბჭოთა კავშირს - ფაშისტურ გერმანიასთან. და სასწრაფოდ უნდა დაიხუროს რუსული ოკუპაციის ფეიკ- მუზეუმი, ხოლო „მუზეუმისგან“ გათავისუფლებულ სივრცეში გაიხსნას ქართული ენის კურსები საქართველოში ჩამოსული რუსებისთვის, რომელთაგან ნახევარზე მეტს სურს ქართული ენის სწავლა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში აქ დარჩენა. თუ შერიგებაა - შერიგება იყოს, ვიომეთ უკვე, საკმარისია! ღმერთმა თავისი წყალობა არ მოაკლო საქართველოს - აღმოსავლეთიდან გადამთიელების შემცვლელად ჩვენთან ჩამოვიდნენ ქრისტიანები, კანონმორჩილი, წესიერი და ლამაზი, შესანიშნავი პროფესიონალები და სხვათა შორის, სრულებით აპოლიტიკური ხალხი!

ესაუბრა მაია ჯავახიშვილი - სპეციალურად საქინფორმისთვის

საქართველო, თბილისი
22.12.2022