რელიგია
დაიწყო პეტრეპავლობის მარხვა

petre-pavleდღეიდან მართლმადიდებლურ სამყაროში პეტრეპავლობის მარხვა დაიწყო.

მარხვა ამჯერად სამ კვირას გრძელდება და 12 ივლისს – პეტრეპავლობის დღესასწაულზე, დასრულდება.

პეტრეპავლობის მარხვა თევზით ხსნილია, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა.

პეტრესა და პავლეს მოციქულთა თავნი, ანუ მეთაურები ეწოდებათ. პეტრე უბრალო მეთევზე იყო, მაგრამ მან ქრისტე ღვთის ძედ პირველმა აღიარა. პეტრემაც, სხვა მოციქულების მსგავსად, უფალთან სიახლოვით დიდ სიბრძნეს მიაღწია.

როდესაც რომის იმპერატორის ბრძანებით პეტრე მოციქულის ჯვარზე გაკვრა მოინდომეს, მან სიმდაბლით ითხოვა, ჯვარზე თავდაღმა დაეკიდებინათ, რადგან თავი უფლის მსგავსად წამების ღირსად არ მიიჩნია.