აქტუალური
ავიარეისები ბაქო-ბათუმის მიმართულებით
airzena_reisiპირველი ავიარეისი ბაქო-ბათუმის მიმართულებით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შესრულდა. კომპანია „აირზენას“ თვითმფრინავი გუშინ,19 ივნისს, 22:00 საათზე, ჩამოფრინდა.
ავიარეისები ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით დაინიშნა და სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება. ჩარტერული რეისი კვირაში ორჯერ შესრულდება. „სეარჯის“ ტიპის თვითმფრინავი 50 მგზავრზეა გათვლილი. პირველ რეისს ბათუმში 48 მგზავრი ჩამოჰყვა. ტურისტებთან ერთად იყვნენ აზერბაიჯანული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებიც, რომლებიც ადგილობრივ ტურისტულ ინფრასტრუქტურას შეისწავლიან.