საზოგადოება
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ გზაზე აღდგენითი სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
რიკოთის უღელტეხილზე სამძებრო და სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. რიკოთზე მოძრაობა ცალმხრივადაა გახსნილი. დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მომავალ ავტომანქანებს გზა გამთენიისას გაუთავისუფლეს. ადგილზე მობილიზებული სპეციალური ტექნიკით გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა, მაშველები და მეგზევეები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.
სტიქიის ზონაში ჩასვლისას გილაურმა მთავრობის წევრებს დამატებითი მითითებები მისცა. საგანგებო თათბირს ფინანსთა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებიც ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ გარდა მატერიალური ზარალისა, სტიქიამ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რამდენიმე მათგანს კი ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.