საზოგადოება
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6766 ლარი გახდა

 საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6766 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6773 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8185 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.8283 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0098 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.