სამართალი
ადვოკატი: მოსამართლემ განკარგულება გასცა, მიხეილ სააკაშვილი პროცესს დისტანციურ რეჟიმში ჩაერთოს

 საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ განკარგულება გასცა, რომლის თანახმად მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შესაძლებლობა ექნება 14 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო სხდომას დისტანციურ რეჟიმში ჩაერთოს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა.

როგორც მან განმარტა, მიუხედავად განკარგულების გაცემისა, ახლა კლინიკა „ვივამედისგან“ ელოდებიან ნებართვის გაცემას.

მისი თქმით, კლინიკისგან პასუხი ცნობილი დღის განმავლობაში გახდება.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 14 დეკემბერს, 11:00 საათზე გაიმართება. სხდომაზე დაიკითხებიან მოწმეებიც.