საზოგადოება
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6848 ლარი გახდა

 საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6848 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6848 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6902 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0054 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8196 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.8239 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0043 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.