პუბლიკაციები
2008 წელს უკრაინა კი არ დაეხმარა საქართველოს, არამედ იუშჩენკომ სააკაშვილს ვალი დაუბრუნა! - არნო ხიდირბეგიშვილი

   „... სააკაშვილი, ამბობენ, ცუდადაა, წონაში დაიკლო! და რატომ უნდა იყოს კარგად ადამიანი, რომლის გამოც საქართველომ ტერიტორია ერთი მეხუთედი დაიკლო?! და თუ ეს სიმულიანტი ნამდვილად ცუდადაა, მას ხშირად ერთი მეუფე სტუმრობს - დაე, აღსარება ჩააბაროს და ერთხელ მაინც მოინანიოს ჩადენილი! ნურას უკაცრავად, ქართველ ხალხს არასოდეს მოუსმენია სააკაშვილისგან თუნდაც ერთი საბოდიშსიტყვა!

   რაც შეეხება სპეკულაციებს, რომ, აქაოდა, 2008 წელს უკრაინა დაეხმარა საქართველოს, დღეს კი საქართველომ უარი თქვა უკრაინის დახმარებაზე და თავის ტერიტორიაზე რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნაზე. უკრაინა კი არ დაეხმარა საქართველოს, არამედ მადლიერმა იუშჩენკომ ვალი დაუბრუნა სააკაშვილს, რომელიც 2004 წლის ნოემბერ-2005 წლის იანვარში კიევში რამდენჯერმე ჩაფრინდა, ტიმოშენკოსთან ერთად ნარინჯისფერი რევოლუციისლიდერი გახდა და იუშჩენკოს დაეხმარა უკრაინის პრეზიდენტი გამხდარიყო! კიდევ იმიტომ, რომ ისინი ნათესავები არიან - 2006 წელს უკრაინის პრეზიდენტი იუშჩენკო სააკაშვილის უმცროსი ვაჟის, ნიკოლოზის ნათლია გახდა.

მაგრამ ესეც უკანონობაცაა: საეკლესიკანონების თანახმად, ვიქტორ იუშჩენკოს არ ჰქონდა უფლება, ნათლიმამა ყოფილიყო, რადგან ნათლია უნდა იყოს მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომელიც პასუხისმგებელია მისი ნათლულის საეკლესიო განათლებაზე. იუშჩენკო კი არის სქიზმატური სექტის "კიევის საპატრიარქოს" წევრი, რომელსაც სათავეში უდგას ეკლესიისგან განკვეთილი ყოფილი მიტროპოლიტი ფილარეტ დენისენკო. ფილარეტის ბოევიკებმა, სცემდნენ მართლმადიდებლებს, წაართვეს ასობით მართლმადიდებლური ეკლესია, "კიევის საპატრიარქო" წარმოადგენდა "კრიშას" ჩეჩნეთში უკრაინელი ბოევიკების გადაბირებისთვის! უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა განაცხადა, რომ იუშჩენკოს "არ ესმის მართლმადიდებლური ეკლესიის ბუნება" და „ეკლესიური განხეთქილების ბუნება უკრაინაში“. ამრიგად, ეკლესიამ მოახდინა კონსტატაცია, რომ იუშჩენკო მას არ ეკუთვნის“, - წერს საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი თავის Facebook- გვერდზე.

საქართველო, თბილისი
2022 წლის 8 დეკემბერი