საზოგადოება
19 ივნისიდან აღმაშენებლის ძეგლთან მისასვლელი გზა იკეტება გვირაბის გათხრითი სამუშაოების გამო, რომელიც დაახლოებით ოთხ თვეს გაგრძელდება, – განაცხადა თბილისის მერიამ 17 ივნისს.
იმავე განცხადების მიხედვით, სატრანსპორტო საშუალებამ, მათ შორის, ვინც ქალაქში შემოდის დასავლეთ საქართველოდან და რომელიც რობაქიძის გამზირის გავლით გადაადგილდებოდა დიდუბის ან მარცხენა სანაპიროს მიმართულებით, მშენებლობის პროცესში ალტერნატივად უნდა გამოიყენოს ახმეტელის ქუჩა.
„ყველგან განთავსდება საინფორმაციო ბანერები და ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ, მათი საშუალებით გაეცნონ სიახლეს“, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.