აქტუალური
რუსეთში აფხაზეთის „ელჩად“ ალხას კვიცინია დაინიშნა

 საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა, ალსან ბჟანიამ 30 ნოემბერს ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთში რეგიონის ახალ „ელჩად“ ალხას კვიცინიას დანიშვნის თაობაზე. ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო „აფსნიპრესი“ ავრცელებს.

კვიცინია მანამდე „პრეზიდენტის ადმინისტრაციის“ უფროსი იყო.