პოლიტიკა
პეტერ ფიშერი - მივიჩნევ, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი ვენეციის კომისიას უნდა გადაეგზავნოს, რადგან მნიშვნელოვანია როგორც შედეგი, ასევე პროცესიც

 საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი მიიჩნევს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს ვენეციის კომისიამ უნდა გადახედოს.

როგორც ელჩმა აღნიშნა, კანონი უნდა გადაიგზავნოს ვენეციის კომისიაში, რადგან მნიშვნელოვანია შედეგიც და პროცესიც.

„მივიჩნევ, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი ვენეციის კომისიას უნდა გადაეგზავნოს, რადგან როგორც შედეგია მნიშვნელოვანი, ასევე მნიშვნელოვანია პროცესიც. ამიტომ კარგი იქნება, თუ ვენეციის კომისია გადახედავს“, – განაცხადა გერმანიის ელჩმა.