რელიგია
ილია მეორე რუსეთის პატრიარქს: გისურვებთ, რომ მალე აღდგეს სამართლიანობა და მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის

 საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე რუსეთის პატრიარქ კირილს დაბადების დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

"თქვენო უწმინდესობავ! ქრისტესმიერი სიყვარულით გილოცავთ დაბადების დღეს! ასეთ რთულ დროს გისურვებთ ჯანმრთელობას და ღვთის წყალობას. ასევე, გისურვებთ, რომ თქვენი და საერთო ძალისხმევით რაც შეიძლება მალე აღდგეს სამართლიანობა და მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის, ჩვენს სახელმწიფოებს შორის. უფალი გფარავდეთ თქვენ და თქვენს მრევლს! ქრისტესმიერი სიყვარულით, ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი”, - წერია მილოცვის წერილში.