უცხოეთი
ევროკომისიამ უკრაინისთვის, მაკროფინანსური დახმარების სახით, დამატებით 2.5 მილიარდი ევრო გამოყო

 საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. ევროკომისიამ უკრაინისთვის, მაკროფინანსური დახმარების სახით, დამატებით კიდევ 2.5 მილიარდი ევრო გამოყო. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

„ევროკომისია გასცემს დამატებით 2.5 მილიარდ ევროს უკრაინისთვის. ჩვენ ვგეგმავთ 2023 წლისთვის 18 მილიარდი ევროს ეტაპობრივ გაცემას, დაუყოვნებლივი რეაბილიტაციისა და სწრაფი აღდგენისთვის, რაც წარმატებულ რეკონსტრუქციამდე მიგვიყვანს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე ეს საჭირო იქნება“, – წერს ფონ დერ ლაიენი.

1tv.ge