სამართალი
კელი დეგნანი: ჩვენ ვაგრძელებთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მეთვალყურეობას

 საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აქტიური დაკვირვების ქვეშ არის. როგორც ელჩმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილმა მიიღოს ყველაფერი, რაც კონსტიტუციით არია გარანტირებული საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ჩვენ ვაგრძელებთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მეთვალყურეობას. გვაქვს რეგულარული კონტაქტი სახალხო დამცველის ოფისთან დღევანდელი დღის ჩათვლით, რათა მოვიკითხოთ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი კეთილდღეობა. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მონიტორინგს მათ შორის იმის უზრუნველყოფას, რომ სააკაშვილი იღებს იმას, რასაც საქართველოს ყველა მოქალაქე იმსახურებს და რაც გარანტირებულია საქართველო კონსტიტუციით“,- განაცხადა კელი დეგნანმა.