პუბლიკაციები
კვლავ გაბრწყინდება საქართველო!

 სამშობლოს ერთგულებით დამშვენებული სპეტაკი კაცთმოყვარე ადამიანის საქმიანობით და მისი ხმის გაგონებით მოგვრილი სიამოვნება სიცოცხლის ხალისს გმატებს, რამეთუ ყველა ქვეყნის საამაყო მამულიშვილი ერის სიცოცხლის მძლავრ ნაკადს თავის წილ ენერგიას ანკარა წყაროსავით უერთებს.

როცა ლაღი ცხოვრების კეთილდღეობა ციურ მანანასავით გაწვიმს, თაფლის მიერ მოგვრილი სიტკბო უბრალო აუცილებობად გეჩვენება, მაგრამ ბალღამის სიმწარეში აფართხალებულს თაფლის კეთილგემოვნება ამბროზიად მოგევლინება.

ამჟამად კი სავარძელში განცხრომით მოკალათებული ფეხის ფეხზე გადადებული ეროვნული სიწმინდის მაგინებელი გომბეშო ტელევიზიიდან ყოველდღე ბოროტის ზზნედაცემული სიბინძურით ამყრალებს ეთერს.

ცრუპენტელა, ანგარებიან, სინდისგარეცხილ, სულიერად ღატაკ, ზნეობრივად მდაბალ, სამშობლოს გამყიდველ გარყვნილ დემაგოგთა ღრიანცელი არ წყდება, რამეთუ ევრო-ატლანტიკურ რვაფეხას ეს სიბინძურე, თავის საცეცებში მოქცეული საქართველოს სოდომისტური გადაგვარება მოსპობისთვის სჭირდება.

ასე სარეველასავით მომრავლებულ უცხოეთის ძაღლის შვილთა მეხუთე კოლონის თავხედობის ბალღამში აფართხალებულ ქართველს ნატკენ გულზე ამბროზიად ეცხობა სამშობლოს ერთგული მამულიშვილების ყოველი შეუპოვარი შეძახილი ერის უბედურებად აგორებულ ბოროტებასთან უთანასწორო ბრძოლაში.

ძლივს მფეთქავი იმედის სხივი ჯერ სანთელივით სუსტად ციმციმებს, მაგრამ მალე აკიაფდება და ქართული მზის ძალას შეიძენს სამშობლოს ერთგული მამულიშვილების ბოროტ და გარყვნილ ძალასთან შეუპოვარი ბრძოლით. სწორედ ამგვარი მამულიშვილია არნო ხიდირბეგაშვილი. ქართული რაინდული სულის შარავანდედით რომ არის შემკული მისი პატიოსნება, გონიერება, ერის სიყვარული, შეუპოვარი და თავდადებული ბრძოლა; ეს შარავანდედი ამშვენებს მის ყოველ სიტყვას და განვლილ გზაზე მის ნაფეხურებს.

ამგვარი სპეტაკი სულით და შეუპოვრად მებრძოლთა თავდადებით კვლავ გაბრწყინდება საქართველო!

მწერალი - გივი სომხიშვილი