სახელმწიფოებს მათი პოლიტიკოსებით აფასებენ. ხოლო პოლიტიკოსები ღმერთები კი არა, უბრალო მოკვდავები არიან, საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეებით. მაგალითად, თავმოყვარეობის უქონლობა ქედმაღლობის ანტონიმი, მოკრძალება და თავმდაბლობა კი არა, სისუსტეა! თუმცა პოლიტიკა დასავლელი პოლიტიკოსების უმრავლესობისთვის შეუთავსებელია ადამიანურ ემოციებსა და ხასიათის თვისებებთან - პატიოსნებასთან, სიამაყესთან, თავმოყვარეობასთან, ერთგულებასთან, მეგობრობასა და მადლიერებასთან. თუმცა აქ საქმე პოლიტიკაში, პოლიტიკოსებსა და სახელმწიფოში, კარგსა თუ ცუდში, არავითარ შემთხვევაში არ არის: განა ნებისმიერი ჩვენგანი, გულწრფელად ვაღიაროთ, ზოგჯერ არ ამჯობინებს გაჩუმდეს უსამართლობის დანახვაზე, შეურაცხმყოფელ სიტყვებსა თუ საქციელზე თვალები დახუჭოს? განა ყველამ, პოლიტიკოსებმაც და არაპოლიტიკოსებმაც, გულის სიღრმეში არ იციან სად არის სიმართლე და სად - სიცრუე? თუმცა ზოგი სიცრუეს ანიჭებს უპირატესობას არა სისუსტის გამო, არამედ არასწორი აღზრდის და ცუდი გარემოს შედეგად თანდაყოლილი ან შეძენილი ნაკლოვანი ზნეობისა და მანკიერებების გამო...
კიევის ხელისუფლების ყველა ლიდერი, პოროშენკოდან დაწყებული, ყველანაირად შეურაცხყოფდნენ საქართველოსა და ქარველ ხელისუფლებას - ხელს აფარებდნენ საქართველოს პროკურატურის მიერ ძებნილ სააკაშვილსა და მის დამნაშავეებს, დააკომპლექტეს მათით უკრაუნული ხელისუფლება, თანაც ძირითადად - ძალოვანი სტრუქტურები, შეიარაღეს და ლეგალიზება მოახდინეს „ქართული ლეგიონის“, შეურაცხყოფდნენ ოფიციალურ განცხადებებში და გაიწვიეს საქართველოდან ელჩი - აქაოდა, საქართველოს ხელისუფლება ამორალურია, რადგან არ გახსნა "მეორე ფრონტი" რუსეთის წინააღმდეგ და არ გააგზავნა ქართული არმია უკრაინის შეიარაღებული ძალების დასახმარებლად. ამის გამო უკრაინა აპირებს საქართველოში დესანტის გადასხმას მისი ხელისუფლების დასამხიბად - „მოახდენს საქართველოზე ძალების პროეცირებას - მილიონ უკრაინელს საბრძოლო გამოცდილებით“, როგორც ეს ლუსია არესტოვიჩმა ჩამოაყალიბა. მაგრამ საქართველო კვლავაც ხელს აწერს ყველა საერთაშორისო რეზოლუციას უკრაინის მხარდასაჭერად, ინახავს უკრაინელ „ლტოლვილებს“ და აგზავნის კიევში ჰუმანიტარულ დახმარებას. თბილისი კვლავაც აჭრელებულია ბანერებით „დიდება უკრაინას“, ხოლო საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე კიევს დემონსტრაციულად უჭერენ მხარს.
რასთან გვაქვს აქ საქმე - თავმოყვარეობის არარსებობასთან, თუ უზნეობასთან?!
თითქოსდა უკრაინის შავი უმადურობა საქართველოს მიმართ სხვა ქვეყნებისთვის მაგალითი უნდა ყოფილიყო, მაგალითად, ისრაელისთვის, მაგრამ - ნურას უკაცრავად! გასაკვირი როდია, რომ ებრაელი ხალხი, როგორც არავინ, ისე ორგანულად შეერწყა ქართველს, რომ ჩამოყალიბდა ახალი ეთნოსი - ქართველი ებრაელები! ისრაელელები, ისევე, როგორც გულუბრყვილო ქართველები, მთელი გულით უანგაროდ ეხმარებიან უკრაინას და მის ებრაელ პრეზიდენტს, ვერ ამჩნევენ უკრაინელი ნაცისტების სვასტიკიან სვირინგებს და ტრადიციულ ფაშისტურ დროშებს; ეხმარებიან ბანდერელებს, გესტაპოელი პოლიცაების შთამომავლებს, რომლებმაც ჰოლოკოსტი მოაწყვეს! მაგრამ ვაი-ებრაელ ზელესკის მადა კოკნარის ყოველ დოზასთან ერთად იზრდებოდა - ჰუმანიტარული დახმარება, ჯავშანჟილეტები და ჩაფხუტები ეცოტავა და ისრაელას "რკინის გუმბათი" მოსთხოვა, რომელიც არ მისცეს! საპასუხოდ, კიევმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში ორჯერ დაუჭირა მხარი ანტიისრაელურ რეზოლუციებს: 1 - გაეროს გენერალური ასამბლეის პირველ კომიტეტში კენჭისყრისას, რომელმაც დაამტკიცა რეზოლუცია "ბირთვული იარაღის გავრცელების რისკი ახლო აღმოსავლეთში" (დოკუმენტი ანტიისრაელურ ხასიათს ატარებს, ვინაიდან ისრაელი ერთადერთი სახელმწიფოა ახლო აღმოსავლეთში, რომელსაც აქვს ბირთვული იარაღი); 2 - გაეროს გენერალური ასამბლეის მეოთხე კომიტეტის კენჭისყრაზე, რომელმაც მოიწონა პალესტინის წინადადება ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში განაცხადის გაგზავნის შესახებ "ისრაელის მიერ 1967 წლიდან ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიის გრძელვადიანი ოკუპაციის, დასახლებისა და ანექსიის სამართლებრივი სტატუსის შესახებ”.
თუ ახლა ისრაელი კვლავ გააგრძელებს უკრაინის დახმარებას, ეს სხვაგვარად როგორ უნდა შეფასდეს, თუ არა თავმოყვარეობის სრული არასებობა?!
აი თურქეთი და მისი პრეზიდენტი ასეთ შეცდომებს არ უშვებენ და მტრის მეგობრისგან გარჩევა არ ეშლებათ! თურქეთმა უარი თქვა აშშ-ის მხრიდან სამძიმრის მიღებაზე სტამბოლში, ისტიკლალის ქუჩაზე მომხდარი ტერაქტის შემდეგ: „ჩვენ ვიცით, სად მოხდა თავდასხმის კოორდინირება! ჩვენ მივიღეთ ჩვენთვის მოწოდებული შეტყობინება და ვიცით, რა შეტყობინებაა ეს! ჩვენ არ ვიღებთ ამერიკის საელჩოს სამძიმარს! ჩვენ არავის მიმართ არ ვართ ვერაგნი, მაგრამ აღარ გვაქვს თმენა ამ მზაკვრული ქმედებების მიმართ!“ - განაცხადა რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა სულეიმან სოილუმ. სად შეუძლია თეთრი სახლის ოფიციალურ წარმომადგენელს, შავკანიან ლესბოსელ კარინ ჟან-პიერს რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოტყუება, როცა მსოლიოში ყველას ასწრებს და აცხადებს - აქაოდა, „აშშ გმობს ძალადობის აქტს, რომელიც მოხდა სტამბოლში და ასევე სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს"?! რა თქმა უნდა, არ შეუზლია, რადგან ერდოღანს თავმოყვარეობა არასოდეს დაუკარგავს!
რა ბონუსები და იარაღი აღარ შესთავაზა აშშ-მა ერდოღანს, მაგრამ ის დაჟინებით მოითხოვდა მქადაგებელი ფეთჰულა გიულენის აშშ-დან თურქეთში ექსტრადიციას. ამაოდ! რა ბონუსებსა და შეიარაღებას არ სთავაზობენ დღეს ერდოღანს თურქეთის ხმისთვის შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრებაზე, მაგრამ ის დაჟინებით მოითხოვს „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წევრების სტოკჰოლმსა და ჰელსინკიდან თურქეთში ექსტრადიციას. ამაოდ! რა ბონუსები და შეიარაღება არ შესთავაზა აშშ-მა ერდოღანს „С-400“-ზე უარისა და ანტირუსული სანქციებისთვის ანკარის შეერთების სანაცვლოდ. ამაოდ! თურქეთმა რუსული საზენიტო სარაკეტო სისტემები შეისყიდა და, როგორც მედიატორი, მუშაობს მხოლოდ სამშვიდობო ინიციატივებზე - სამხედრო ტყვეების გაცვლაზე, უკრაინული ხორბლის გატანაზე და უკრაინაში კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით დასრულებაზე.
ერდოღანი პუტინის მადლიერია გიულენის მიერ ორგანიზებული გადატრიალების მცდელობის დროს გადარჩენისთვის, ერდოღანმა მაშინ პუტინს ძმა უწოდა და თავისი სიტყვის ერთგული რჩება! ერდოღანმა არ დაივიწყა რუსეთის როლი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში, რადგან ადამიანური თვისებები - პატიოსნება, სიამაყე, თავმოყვარეობა, ერთგულება, მეგობრობა და მადლიერება - უცხო არ არის ამ ძლიერი აღმოსავლელი ლიდერის პოლიტიკისთვის, უფრო მეტიც - ერდოღანი ამით ხელმძღვანელობს! ერდოღანს, როგორც აჭარელ მუსლიმან ქართველს, მშვენივრად ესმის, რომ აშშ სტამბოლში ტერაქტით მას აფრთხილებს - აქაოდა, ერდოღან-ეფენდი, რუსეთთან მეგობრობითა და პარტნიორობით, სიამაყითა და თავმოყვარეობით თურქეთის ეროვნულ ინტერესების დაცვისას ცოტა ზედმეტი მოგდით! გაჩერდით და უკან დაიხიეთ, ბოლოს და ბოლოს, თურქეთი ნატოს წევრია, ანუ ამერიკის ვასალი უნდა იყოს!
მაგრამ ერდოღან-ეფენდი ასე არ თვლის, ხოლო ქართველი ხელისუფლება ეხმარება უკრაინას, რადგადანც ეშინია, რომ ამერიკა, თურქეთის შემდეგ, დასჯის საქართველოს და ტერაქტს თბილისში მოაწყობს!
არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
2022 წლის 14 ნოემბერი
საქართველო, თბილისი