საზოგადოება
გიორგი ჩალაძე მზადაა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე თავისი კანდიდატურა წარადგინოს (ვიდეო)

 საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. გიორგი ჩალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას გეგმავს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადების შემდეგ, თავისი გადაწყვეტილება მან „მოამბესთან“ საუბარშიც დაადასტურა. როგორი იქნება მისი სამოქმედო გეგმა და რა ცვლილებების განხორციელებას გეგმავს ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელად არჩევის შემთხვევაში, – ჩალაძე ამბობს, რომ ამის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი (ვიდეო იქ. აქ). თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ მთავარი ახლა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და მისი გადარჩენაა.