სამართალი
ირაკლი ღარიბაშვილმა ირანის ახლად დანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

 საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მაჰმუდ ადიბის შეხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრისას ითქვა, რომ 2022 წელს საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება, რაც საიუბილეო თარიღია.