პუბლიკაციები
ქართველ ხალხს პუტინისნაირი პრეზიდენტი უნდა! - საქინფორმი

 საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. იმ დროს, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ტრადიციული რუსული სულიერ-ზნეობრივი ფასეულობების შენარჩუნებისა და განმტკიცების სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების დამტკიცების შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავის Twitter-ზე დაწერა: მივესალმები უკრაინის მიერ ხერსონის დაბრუნებას. ეს არის უკრაინის ერთიანობისა და გამძლეობის შედეგი. მნიშვნელოვანი ნაბიჯი მისი სუვერენიტეტისა და მთლიანობის აღდგენისკენ. თქვენთან ერთად ზეიმობს ქართველი ხალხი“.

   საქართველოს ბედით ცოტათი მაინც დაინტერესებულმა უცხოელებმა ეს ტყუილი რომ არ დაიჯერონ, შეგახსენებთ, რომ ქართველ ხალხს პუტინისნაირი პრეზიდენტი უნდა, ხოლო უცხოური სპეცსამსახურების რეზიდენტ ზურაბიშვილს პრეზიდენტობა ივანიშვილმა ყიდა, ზუსტად ისევე, როგორც წინა პრეზიდენტს, დუშემწყემსი მარგველაშვილს, რადგან ამომრჩეველმა მათ ხმა არ მისცა. შეგახსენებთ იმასაც, რომ პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილის გარდა, სააკაშვილის რეჟიმის შეცვლის შემდეგ, ყველა სხვა პრემიერ-მინისტრი მოღალატე და კორუმპირებული, ოპოზიციასთან ან/და უცხოეთის დაზვერვის სამსახურებთან ფარულად დაკავშირებული აღმოჩნდა, რამაც მათი სკანდალური გადადგომა გამოიწვია.

   რაც შეეხება ქართველ ხალხს, მას გააბედნიერებს პუტინისნაირი პრეზიდენტი, რომელიც არ იქნება აშშ-ის ელჩის მონა, ასევე, იზრუნებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე და ქართული ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებაზე.

საქინფორმის რედაქცია