სამართალი
ირაკლი ნადირაძე: ნიკა მელიას გარდა, ჯერჯერობით სხვა კანდიდატები დასახელებული არ არიან

 საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელიას გარდა ჯერ არავის კანდიდატურა არ დასახელებულა.

როგორც ნადირაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პარტიაში ბევრი ღირსეული ადამიანია და კანდიდატურის დაყენების შესახებ მათი გადაწყვეტილება უნდა იყოს გააზრებული.

ჯერჯერობით სხვა კანდიდატები, გარდა ნიკა მელიასი, დასახელებული არ არიან. იმედი გვაქვს, ძალიან მალე გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც ამ ტვირთს თავის თავზე აიღებენ, იმიტომ, რომ ამ პარტიას ჰყავს ბევრი ლიდერი, ბევრი ღირსეული ადამიანი და დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნებს ეყოლება ბევრი კანდიდატი.

ღირსეული ადამიანი ბევრია და ეს უნდა იყოს მათი პირადი გადაწყვეტილება, კარგად გააზრებული, რადგან ასიათასობით მხარდამჭერიანი პარტიის თავმჯდომარეობა ამ რთულ ვითარებაში, როდესაც ქვეყანას რუსი ოლიგარქი ივანიშვილი მართავს, მარტივი არაა. დარწმუნებული ვარ, გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც ამ ყველაფერს თავს გაართმევენ და კანდიდატურას დაასახელებენ", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

რაც შეეხება არჩევნების ჩატარების ფორმას, ნადირაძე ამბობს, რომ ამას პარტიის პოლიტსაბჭო გადაწყვეტს.

"არჩევნები უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, საჯარო და ჩვენი მომხრეების ჩართულობით”,- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.