სამართალი
გახარიამ აშშ-ში ვიზიტის შემდეგ ხმა ამოიღო, რის გამოც ყოფილმა თანაპარტიელებმა მას „Криса” და „სტიუარდესა“ უწოდეს, რომელიც „ყროყინებს“

 საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. „კორუფცია და ოლიგარქია დემოკრატიის ყველაზე დიდი მტერია. ისინი ანგრევენ სახელმწიფო ინსტიტუტებს, აჩერებს განვითარებას და კლავენ მომავლის იმედს. ორივე უნდა დამარცხდეს საქართველოში“, - ასე ეხმაურება პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია აშშ-ის მიერ მოლდოველი ოლიგარქებისთვის სანქციების დაწესებას.

თავის მხრივ, "ქართული ოცნების" დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე პარტია "საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას მიმართავს.

"შენ Криса კაცო, რუსეთში Lufthansa-ს "სტუარდესა" იყავი, გუნდში მიგიღეთ, ვეცადეთ კაცად გვექციე, პრემიერი გაგხადეთ. ბევრს ეშმაკობდი გუნდში, მუდამ აზარალებდი შენი გადაწყვეტილებებით პარტიას და სამწუხაროდ მაინც გიცავდით!

მერე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი "ნაცებს" გაუწექი, მიეყიდე, გვიღალატე და არჩევნებში დაგვიპირისპირდი.

ქუჩა-ქუჩა დაძუნძულებდი, ხალხს აბოლებდი, ბიძინა ივანიშვილი მიჭერს მხარსო და ახლა გახდა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი? შენ ქალებს რა უნდა მოკითხო, როდესაც თავად ხარ აფერისტი ქალოია. (წერტილი)", - წერს დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში.