პუბლიკაციები
ბოროტმა სძლია კეთილსა არსება მისი ბნელია - გივი სომხიშვილი

     ქართველმა ერმა უხსოვარი დროიდან სისხლ-ცრემლით მორწყული ეკლიანი გზებით გამოატარა თავისი არსებობა და მიუხედავად ყოფნა-არყოფნის საზარელი განსაცდელისა, ღირსეული წვლილი შეიტანა მსოფლიოს ხალხთა კულტურის საგანძურში.

     საქართველოს გარეშე მტერი ვერაფერს დააკლებდა, რომ მოკავშირედ არ ჰყოლოდა მისი უღირსი შვილების ვერაგობაზე დამყარებული ხელისუფლებისაკენ უმეცრის ჭკუასუსტობით ლტოლვა. ყოველი ჩადენილი ბოროტების შედეგი კი მძიმე ტვირთად აწვება და მწარე სინანულად მისდევს მომავალ თაობებს.

     ამგვარმა უძღებმა შვილებმა დააქუცმაცეს და მტაცებელთა საჯიჯგნი გახადეს უფლისმიერი სიკეთით ნაკურთხი ქართველი ერი. გაერთიანებული საქართველო ნიჭერ, სამშობლოს ერთგულ მამულიშვილთა ხელმძღვანელობით იოლად გადალახავდა ეკლიანი გზების ბოროტ გადასასვლელებს; მომავალი თაობებიც, სინანულის გარეშე, ამაყად გადაშლიდნენ ისტორიის ფურცლებს.

     თუ ერის მოსპობა გინდა, თავს დაატეხე უზნეობა, გარყვნილება, სექსუალური აღვირახსნილობა, უსირცხვილობა, უფროსი თაობის შეურაცხყოფა, გაუმაძღრობით გადარევა, ცრუპენტელათა უსინდისობით დასვრილი წარსულის გაყალბება; მადლიერება უმადურობით შეუცვალე და მოკეთე შეაძულე, თუ რამე გამომრჩა გარყვნილი და გადაგვარებული ცხოვრება არავითარ სიბინძურეს არ დატოვებს თავისი არარაობად ქცეული ამქვეყნიურობის ასამყრალებლად. ამ წარმატებით ნასიამოვნები სატანის ღიმილით მიაჩერდი გედების სიმღერით მოუსავლეთისკენ მიმავალ ევრო-ატლანტიკურ გახრწნილ გადაგვარებას იმათივე დროშების ფრიალით როგორ გაეკიდება.

     ამრიგად, დაიწყო ქართველი ერის მორიგი უმძიმესი განსაცდელი, რომელიც ეროვნული მოძრაობის ღრიალით შეატოვეს უცხოეთის ხუშტურებზე აყბედებულ პარაზიტთა ანტიეროვნულობას.

     სიცრუით აბუჩად აგდებული ეროვნულობის ქაოსში შეტოპილმა ეროვნული მოძრაობის ღრიალმა კანი გამოიცვალა და სახეზე გვაქვს უცხოეთის ლაქია პოლიტიკურ პარტიებად, არასამთავრობო ორგანიზაციებად, სახალხო დამცველებად, ბოლოქანქარა პრეზიდენტებად, უზნეო დასავლეთის ქარის ქროლვაზე ამტვერებული ერთი მუჭა მაძღართა ხროვის ლგბტ გარყვნილთა სამზარეულოში შენელებული, რეკომედაციებად წოდებული, ბრძანებებით ქვეყნის გადარჩენისთვის თავდადებულ მამულიშვილებზე ლაშქრობა.

     იფიქრებდა კი ლაღი ცხოვრებით განებვრებული ქართველი, რომ ისეთი დრო დადგებოდა, ნაფერებ და უსაზღვროდ შეყვარებულ, საამაყო სამშობლოდან გადახვეწა ხსნად ექცეოდა; რანი ვიყავით და რანიღა დავრჩით?!

     რუსეთის იმპერიაში მომხდარმა სოციალისტურმა რევოლუციამ მონარქი დაამხო და ნახევრად ფეოდალური კაპიტალიზმი სოციალიზმით შეცვალა, რომლის შემდეგ კომუნიზმს გვპირდებოდნენ. შეიქმნა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკათა კავშირი სააერთო ჯარით, სავალუტო სისტემით, იდეოლოგიით და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვის რწმენით. საბჭოთა კავშირის ხალხებს შორის მეგობრობა სამაგალითო იყო და რესპუბლიკათა მცხოვრებნი მთელ საბჭოთა კავშირში სამშობლოდ გრძნობდნენ თავს.

     უძლიერესმა სოციალისტურმა სახელმწიფომ დაამტკიცა, რომ სოციალიზმი კაცობრიობის მომავალია.

     განა შეიძლება, სოციალურ კეთილდღეობას ნაზიარები ადამიანი მოხვეჭის, გაუმაძღრობის მსხვერპლად იქცეს და მილიონობით კეთილშობილ მშრომელთა სიცოცხლე ერთიან კვნესად აქციოს?! როცა ადამიანში მოხვეჭის გაუმაძღრობა მტკიცე დამსჯელი ხელის შიშით, მისთვის საჭირო ამინდის მოლოდინში, მტკიცე ხელი მანამდე უნდა მართავდეს ქვეყანას, სანამ მოხვეჭის ცხოველური ინსტინქტი სრულად არ მოისპობა და ადამიანის შეგნებაში ნორმალურ მოთხოვნაზე მეტის სურვილი კოშმარული სიზმარივით არ გაქრება.

     სოციალური კეთილდღეობა უაღრესად მძიმე, თვდადებული ბრძოლით და ზეადამიანური, დაძაბული შრომით იქნა მოპოვებული.

     რევოლუციით და სამოქალაქო ომით გაპარტახებულ რუსეთს უამრავი მოღალატე, იმპერიალიზმის აგენტი, რევოლუციონერად შენიღბული რუსეთის დაკნინება-დაქცევის მოსურნე ჰყავდა დასეული. ქვეყნის გადარჩენა მხოლოდ სასწაულს თუ შეეძლო. სწორედ ამ სავალალო ჟამს ხალხის უბედურებად აგორებულ ბოროტების ღვარცოფს, დაცემის და მოსპობის გზაზე შემდგარი ქვეყნის გადასარჩენად წინ გადაეღობა ზეადამიანური ნებისყოფით, აზროვნებით და ხალხისთვის თვდადების რწმენით კაცობრიობის სასიკეთოდ მოვლენილი სტალინი. მრავალი ნიჭიერი მოაზროვნე, მხედართმთავარი თუ სახელმწიფო მოღვაწე შემორჩა ხსოვნას, მაგრამ სტალინის მსგავსი გენიალური ადამიანის მოვლინება შეიძლება საუკუნებმაც ვერ შეძლონ, რომელმაც მსოფლიოს დაანახა სოციალური კეთილდღეობით ცხოვრების გზა. ხალხისთვის ბედნიერი მომავლის შემქმნელი გენიოსის მოვლინება მრავალი დიდი და განებივრებული ერისთვის უაღრესად საამაყო რომ იქნებოდა, ეს პატივი განგებამ ქართველ ერს მიაკუთნა.

     სტალინი არ წასულა, ის ადამიანთა ბედნიერი ცხოვრების მომავალია, სატანის თესლიდან გამომძვრალთა ღავღავი მხოლოდ დიდებას და ბედნიერი მომავლის იმედის სხივის ბრწყინვალებას მატებს მის სახელს.

     სტალინის სიკვდილის შემდეგ კომუნისტური ზედაფენის პუტჩის შედეგად ღალატის ბაცილა შეუჯდა უძლიერეს ქვეყანას. მოხდა კონტრევოლუციური გადატრიალება. ამის გამჟღავნება ხუნტისათვის სახიფათო იყო, რადგან ხალხის სოცალური კეთილდღეობისადმი რწმენა ურყევი იყო. ამიტომ საბჭოთა კავშირის გარეგნული სახე შეინარჩუნეს, შინაგანად კი ისე ააქოთეს, რომ თვითონაც აერიათ თავგზა.

     უსტალინოდ საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიაში ჩაბუდებულმა კარიერისტმა მედროვეებმა ხალხის ბედნიერებისთვის მებრძოლი მამულიშვილების ზეადამიანური შრომით და ბრძოლის მიღწეული ყოველივე სასიკეთო არარაობად აქციეს.

     ხელისუფლების სათვეში გამძვრალი უწიგნური კრემლის კომენდიანტი, მასხარა ავანტიურისტი ნიკიტა ხრუშჩოვი ქვეყანაში დაშლიგინებდა და თავისი ბეცი ჭკუით გამოჩეკილ ბოდვებს აკანონებდა. პარტიულ და სამეურნეო ხელმძღვანელებად ხუნტის ერთგული სპორიდან გამომძვრალი პარაზიტები წამოსხდნენ და თავიანთი მანკიერი საქმიანობით გვარიანად დააბინძურეს გზას აცდენილი ცხოვრება.

     სამარცხვინოდ შეთხზული სტალინისადმი ბრალდებების ბოდვით განხეთქილება შეიტანეს მსოფლიოს ერთიან კომუნსტურ მოძრაობაში და მტრად გაუხდნენ ყველაზე ერთგულ მეგობარ ჩინეთს. ხალხისთვის მებრძოლის ნიღბიანი კომუნისტური ზედაფენა სოციალური კეთილდღეობის საფუძვლებს მუხთლის მონდომებით ამახინჯებდა. მათი საქმოანობით გაწბილებული ნდობა უნდობლობამ შეცვალა. ხელისუფლების უცოდველობის მითი სამარცხვინო ანეკდოტების პროდუქტად იქცა. ახლა ქვეყანას, რწმენა კი არა, ძალის პოლიტიკა განაგებდა.

     მთელი თავისი არსებობის განმავლობაში, ვიდრე საბჭოთა კავშირის დაშლიდნენ კომუნისტური ,,ვერხუშკის“ მიერ დაწყებულ ცრუ ბრალდებებით ცდილობდნენ სტალინის სახელის და მისი მოღვაწეობის სიდიადის ბილწი ცილისწამებით დაკნინებას. ბოლოს კომუნისტური პარტია ისე გაიხრწნა და მოღალატეებით დანაგვიანდა, დაშალა საბჭოთა კავშირი და თვითონაც ზედ მიჰყვა.

     საბჭოთა კავშირის ხალხები ამ უზარმაზარ ქვეყანაში ერთიანი სამშობლოს რწმენით ძმურად და მეგობრულად რომ ცხოვრობდნენ, სეპარატიზმის შხამმა ქვეყნისა და საკუთრი თავის საუბედურდ გააბოროტა, დაიწყეს იმ ტოტის მოჭრა, რომელზეც ასე ამაყად და ნებივრად ისხდნენ.

     არც სამოქალაქო და არც სამამულო ომს ქვეყნისთვის ისეთი ზიანი არ მიუყენებია, რაც შეძლო მოღალატეთა და უამრავ გახრწნილ არსებათა პარტიის ხელმძღვანელობაში შეძრომამ. სტალინის ბრძნული ხელმძღვანელობით მძლავრი, წარმატებული და დიდების ზენიტში აყვანილი რუსეთი ისე დააკნინეს, რომ მის დასაქუცმაცბლად დასავლეთი პირზე მომდგარ დორბლს ვეღარ იკაავებდა.

     საშინელი რბევა და გაპარტახება განიცადა უძლიერესმა ქვეყანამ. კაპიტალიზმს სავაჭრო ეკონიმიკა, ბურჟუებს ბიზნესმენები, მიწათმფლობელებს ფერმერები, სპეკულიანტებს ვაჭრები უწოდეს და დემოკრატიისთვის ბრძოლის ნიღბით თითქმის ბატონყმობაში შეგრიალდნენ.

     იდეოლოგია, რომელიც ხალხთა შორის ძმობას, მეგობრობას და თანასწორობას ქადაგებდა ნაცისტურმა ყოყლოჩინობამ შეცვალა. დაიწყო ერებს შორის მტრობა, ყველამ თავი ვიღაცის მიერ დაჩაგრულად ჩათვალა და ასე დაერივნენ ერთმანეთს.

     სეპარატიზმის ბაცილამ ყველაზე ძლიერ საქართველოში გაიდგა ფესვები. დასავლეთის მიერ რუსოფობიით შენელებული, ფსევდო დამოუკიდებლობად შემოტყუებულმა სამსალამ იოლად მოწამლა ზერელე დილეტანტთა ამბიციები. ნორმალური ცხოვრების დროს სპორაში შემძვრალმა პარაზიტმა ნაჭუჭი გამოარღვია და ძირს იმოერიის ღრიალით დაერივნენ ყოველგვარ სოციალურ კეთილდღებას და მოსპეს მთელი სახალხო მეურნეობა. ღვარძლმა, სიძულვილმა და უმადურობამ ქართველი ხალხი ღვთის ანაბარა დატოვა. რუსეთს ცილისწამებით იკლებდნენ, როცა თვითონ რუსეთმა კომუნისტური ზედაფენის ისეთი საზარელი ღალატი იმწარა, რომ ფაშიზმთან ბრძოლის უბედურებას გაასწრო.

     რუსეთს თავის გადარჩენა ჰქონდა პრობლემად ქცეული, საქართველოში კი დასავლეთის მიერ მოსყიდული ყეყეჩი უმეცრები ქართველი ხალხის ამ მხსნელ მეგობარს ბრალდებებითა და მუქარით იკლებდნენ. ბოროტების შემოქმედებმა გაანიავეს სახალხო ქონება. ერთი მუჭა უძღები ვაი ქართველები უსაშველოდ გამდიდრნენ, ხალხი დაიმშა, ვინც შეძლო, ლუკმა პურის ძიებაში საზღვარგარეთს შეაფარა თავი.

     ცრუ დემოკრატიით შემოჯირითებულმა კაპიტალიზმმა გაძარცული და დაკნინებული საქართველო ევრო-ამერიკელი მბრძანებლბეის ნებაზე აწკავწკავებულ გოშიად აქცია.

     სიყვარულს, მეგობრის ერთგულებას და მადლიერების გრძნობას კი შეეძლო საქართველო ბედნიერების ქვეყნად აეყვავებინა.

     რანი ვიყავით და რანი დავრჩით: ერთიანი, გამძლავრებული, მიღწევებით თვმომწონე ამაყი ერი. დღეს დაქუცმაცებული, დასუსტებული, განახევრებული და დამცირებული ევროპელობის მათხოვარი და სასაცილოდ ქცეული ამერიკის სტრატეგიული პარტნიორია.

     იმიტომ მოძრაობდნენ ეროვნულად, რომ ევროპელი ჯვაროსნების ხუთჯვრიანი დროშა მიეთვისებინათ და ევროკავშირის დროშასთან ერთად სახელმწიფო სიმბოლიკად ეფრიალებინათ?!

     საქართველო ქართველებისგან იცლება; ერის დემოგრაფიული მდგომარეობა კატასტროფულია; ვისაც საშუალება ეძლევა საქართველოდან გადახვეწას ცდილობს. რა ვუწოდოთ ეროვნული მოძრაობის ასეთ ანტიეროვნულ დამსახურებას?! - ბოროტმა სძლია კეთილსა, არსება მისი ბნელია!

     სატანამ კი იცის თუ ვინმეს მოსპობა უნდა, მფარველ მეგობარს შეაძულებს, მადლიერებას უმადურობად უქცევს და მერე დაუცდის, მსხვერპლმა თავისი ფეხით რომ მიაკითხოს ჯოჯოხეთში. ამრიგად სატანის მსხვერპლი საქართველო ევოპული დროშების ფრიალით და ევროპელად გადაქცევის ღამურას ფრთების მოლოდინში მორჩლად მიაბიჯებს ჯოჯოხეთისკენ.

     ასე თუ არ არის, სად გაქრა აყვავებული ქვეყნის მძლავრი მრეწველობა? ვინც ეს სიკეთე შეგვიქმნა და გაგვაძლიერა ჩვენგან წაიღო რამე?! საამაყო სახალხო მეურნეობა ვისი წყალობით გვქონდა, ასე ხელაღებით რომ მოსპეს უძღებმა უცხოეთის აგენტმა ბღენძებმა? სად გაქრა უამრავი კვლევითი ინსტიტუტები და ლაბორატორიები მეცნიერების ყველა დარგში, იმპერიამ წაიღო თუ ანტიიმპერიულმა სატანისტურმა ღრიალმა შეიწირა?! სამაგიეროდ უღელივით დაგვადგეს ბოროტების სამსახურში მყოფი დიდი კითხვის ნიშნიანი ლუგარის ამერიკული ლაბორატორია.

     მეოთხედ საუკუნეზე მეტია ევროკავშირ-ნატო-ში შესვლის მუდარით ყოველგვარი სასიკეთო დავიბრმავეთ და გადაგვარება-გადაჯიშებისკენ მიმავალ გზას სახედრის ცხვირწინ დაკიდებული ბალახის სურვილით ვეპოტინებით ევროპელთაგან დაცინვა-დამცირების აკომპანიმეტით; ამდენი ხნის განმავლობაში ის სახედარიც მიხვდებოდა, რომ აბითურებდნენ და მის მიყოლას შეეშვებოდა.

     რომ გამოჩნდეს ნატო-სავით აღზევებული, ვთქვათ სვაზილენდ, ლესოტო, ზამბია, მალავის კავშირი, ჩვენში კვლავ წამოყოფდა თავს ვინმე კვნესა პოლიტიკოსად შეზელილი მედროვე უმეცრება და ვაივაგლახით ნასწავლი რამდენიმე სიტყვით მათ ენაზე ამოაყრანტალებდა: ქართველი რომ არის, მაშასადამე სამხრეთ აფრიკელი შავკანიანი ყოფილა.

     ევროკავშირში შესვლის მათხოვრობამ და ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობით აბუჩად აგდებამ უბედურების მეტი რა მოგვიტანა? რისთვის დაიღვარა ავღანეთში ქართველი ვაჟკაცების სისხლი?! იმიტომ რომ იქიდან სამარცხვინოდ გამოპარული ამერიკელების სტრატეგიული პარტნიორობით გვეტრაბახა, როგორც ძერას ადევნებულ ბუზს?!

     რატომ მისდევ იმას, რომლის ყოფილი სახელმწიფო მდივანი რომ იმუქრება, ერთნაირსქესიანთა ქორწინება ყველგან უნდა დაკანონდესო; ყოფილმა პრეზიდენტმა ობამამ რომ არ იცოდა, ამერიკაში რამდენი შტატი იყო და ტრაბახობდა, ჩემი ყველაზე დიდი წარმატება იყო ერთნაირსქესიანთა დაქორწინების დაკანონებაო; დაკავებულ თანამდებობასთან ყველაზე იდიოტურ შეუფერებლობის ნომინაციაში გამარჯვებულ ბუშს წარმოდგენა რომ არ ჰქონდა ბრაზილიაზე, ნეიტრალური ავსტრია ნატო-ს წევრი ეგონა და ავსტრალიაში ვერ არჩევდა; ახლანდელი პრეზიდენტი - ჯო ბაიდენი რომ აცხადებს: - მე არ მაინტერესებს თქვენი კულტურა, კულტურა აქვს ერს, რომელიც იცავს ელგებეტე - საზოგადოების ინტერესებსო; საქართველოს კურატორი მისი ელჩი დედაკაცი რომ ბობოქრობს, სექსუალურად ბილწთა, ზნედაცემულ გადაგვარებულ - გარყვნილთა პარადის ჩატარების ხელის შემშლელები სასტიკად დასაჯეთო!

     რა ქაღალდი დაიტევს იმ საზარელი პარტახს აღწერას, რაც კვნესა ქართველებმა ევროპელი ღამურის ფრთებად გადაქცევის ჭირვეულობით ქართველი ერის არსებობას მიაყენეს.

     ისაც ხომ ქართველი იყო, ყმას შვილს დეკეულივით რომ უყიდდა და ამ ფულით ღრეობის დროს საქართველოს სადღეგრძელოს ყანწით სვამდა. ახლაც ხომ საქართველოს იფიცებიან და მისი რბევა-ნგრევით მოხვეჭილი ქონებით ნაჭუჭში შემძვრალ მედროვე პარაზიტებს მათ მიერვე გაღატაკებული ქართველები მსახურებად ყავთ.

     პრივატიზაციიდან დაწყებული მიწების უცხოელებზე და ქართველ ბელტიყლაპიებზე განიავებით სოფელში გლეხების უმიწაწყლოდ დატოვების მასალები გადაჩხრიკეთ თუ ყველგან საქართველოს დამაქცევარმა სატანამ არ ამოყოს თავი.

     უფასო სწავლება, უფასო სამედიცინო მომსახურება, უფასოდ ბინების დარიგება, გარანტირებული სამუშაო და უამრავი სოციალური სიკეთე; წინაპართა ხსოვნის თაყვანისცემა; უფროსი თაობის თაყვანისცემა; ოჯახის სიწმინდის დაცვა; სექსუალური სიბილწის და გარყვნილების სასტიკი უარყოფა ანტიეროვნულია და დემოკრატიის ნიღბიანი ევრო-ამერიკელი სიბილწის მსახურთა დავალებით მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი არის ეროვნულად ამოძრავება?! ნახეთ, როგორი შეხმატკბილებით თავსდებიან ერთად სატანისტთა ეროვნული მოძრაობის ღრიალი და წინაპართა უმძიმეს განსაცდელთან ბრძოლით მოპოვებული ეროვნული სიამაყის ღრღნა.

     სოციალიზმის პერიოდის საქართველო, დღევანდელთან შედარებით, ნაგავში მოსრიალებულ მარგალიტივით ბრწყინავს. წარსული ახალუხი ხომ არ არის, შენ როგორც გაწყობს იმ თარგზე ჭრა და კერო, ნაგავი მარგალიტზე ძვირფასი რომ გამოჩნდეს. ამიტომ უცხოეთის ლაქია, კუჭის კარნახით მოაზროვნე, იდიოტობამდე მისული, ყეყეჩი გაყალბების მსახური მედროვე პოლიტიკოსი არსებანი ქართველი ერის ისტორიის ამ თეთრად დატოვებულ მონაკვეთს სიცრუით შეთხზული ბრალდებებით სვრიან, ისე, როგორც მენშევიკური უდღეური მთავრობის ლიდერი - ნოე ჟორდანია ამბობდა: ჩვენი წარსული ეროვნული ცხოვრება დაგმობის და უარყოფის გარდა სხვა არაფრის ღირსი არ არისო. სწორედ მათი მოღვაწეობა იყო დაგმობა და უარყოფის ღირსი, რაც ეროვნული განძის გატაცებით დააგვირგვინეს, დღევანდელი ყეყეჩი მედროვეები ერისთვის ზრუნვად რომ ასაღებენ. ნოე ჟორდანიას განკარგულებით, ამავე მთავრობის აქტიური და აღიარებული წევრი - ექვთიმე თაყაიშვილი დაინიშნა ეკლესია-მონასტრების ქონების აღწერის თავმჯდომარედ. შემდგომში, მთავრობაში მიღებული კანონით, საეკლესიო ქონება სახელმწიფოს საკუთრებად გამოცხადდა, რომლის მიტაცების გამო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა - ლეონიდემ, ერისკაცობაში ლონგინოზ ოქროპირიძემ, ნოე ჟორდანია ანათემას გადასცა.

     აღურიცხავი, აუზომავ-აუწონავი, ტომრებში და კალათებში ჩყრილი განძი მენშევიკებმა ბათუმში ფრანგულ კრეისერ ,,რენანზე“ აიტანეს. განძის მაყურებლად გემზე არცერთი ქართველი არ აუშვეს. სანამ სტამბოლში ჩაიტანდნენ, მეზღვაურებმა ყველაფრი ყუთებში გადაალაგეს. განძს კი არა, ასე უყურადღებოდ მწნილის ქილებს არავინ დატოვებდა.

     საფრანგეთის პრეიერ მინისტრმა ჟორდანიას ჰკითხა: რით აპირებდა პარიზში ცხოვრებას არც თუ მცირერიცხოვანი ემიგრანტი მთავრობა?

     მან უპასუხა: წწამოღებული გვაქვს ხაზინა და ეროვნული განძი, ერთხანს შეგვეშველებაო.

     მენშევიკურმა მთავრობამ ყაჩაღური მეთოდით გაიტაცა ეროვნული განძი, რაშიც ექვთიმე თაყაიშვილი ბრმა იარაღად იქნა გამოყენებული.

     248 ყუთი განძიდან საფრანგეთის საკუთრებაში გადასული დარჩენილი 29 ყუთი დაკარგული იყო, რომლის გასაღება ვეღარ მოასწრეს. მხოლოდ სტალინის ჩარევით მოხერხდა მისი დაბრუნება. გამგებმა გაიგოს, ვინ იყო განძის მცველი, ვინ- განძის მხვრელი და ვინ - მისი ნარჩენების გადამრჩენი.

     ყოველგვარი სიკეთე იმპერიალისტურის ღრიალით უბედურებისკენ რომ შეატრიეალეს, ქართულმა ენამ რაღა დააშავა საჯარო სკოლადმათავრებულებს ქართული ენის გრამატიკაზე წარმოდგენა რომ არ აქვთ; ქართული მწერლობა აბუჩად რომ არის აგდებულიო და თავისი მწერალთა კავშრით უყურადღებოდა მიტოვებულ საფლავზე დარჩენილ დამჭკნარ თიგულს რომ დაამსგავსეს? ცოცხალმა ცხედარმა მედროვე პოლიტიკოსებმა იციან, რომ მხოლოდ რუსეთის შემოსვლის შემდეგ გაიხსნა პირველი სკოლა და აქტიურად დაიწყო წერა-კითხვის სწავლება; თვად-აზნაურთა ოთხმოცდაათმა პროცენტმა წერა-კითხვა არ იცოდა და განცხადებაზე ხელის მოწრის ნაცვლად ჯვარს სვამდნენ? ეს საქართველოს დასაგესლად მოვლნილი პარაზიტები კვლავ ლანძღვა-ცილისწამებით ესხმიან თავს საქართველოს მეგობრად და მფარველად ყოფილ რუსეთს.

     განა სამარცხვინო არ არის საქართველოში დასავლეთის საამებლად შეთხზული სიცრუის, ცილისწამების, უმადურობისა და უსირცვილო მანიაკთა თავხედობის ნაყოფი „ოკუპაციის მუზეუმი“? სად გამოიჩეკა ამდენი საქართველოს უბედურებად აყბედებული, პოლიტიკოსის ნიღბიანი უცხოეთის აგენტი?!

     რაც ახლა უკრაინაში ხდება განა ჭკუის სასწავლებლად არ უნდა ეყოთ?!

     უკრანია, როგორც ქვეყანა არ არსებობდა, კიევის რუსეთი კი ისტორიის სათავეებიდან მოდის. მარლთმადიდებლობის სიკეთეც რუსეთში კიევიდან გავრცელდა. უკრაინის რესპუბლიკა კომუნისტურმა რუსეთმა შექმნა თვისი სხეულის ნაწილებიდან. თვითონ უკრაინული ენა, რომელიც ძალიან ახლოს არის რუსულთან, საბჭოთა პეროდის მეცნიერმა - გრუშევსკიმ მოიყვანა სისტემაში.

     რუსეთთან ძმური ცხოვრება უკრაინის კეთილდღეობის საწინდარია. მაგრამ დასავლეთმა, ნეოფაშისტ ბანდერელების ხელისუფლების სათავეში გაყვანით, უკრაინა რუსეთის დასაგლეჯად აღრენილ ერთგულ ქოფაკად გაიხადა. სულაც არ აწუხებთ უკრაინელი ხალხის უბედურება და ნეოფაშისტი ბანდერელების მიერ გზაარეული უკრაინა თუ ამ ავანტურას შეეწირება.

     შევარდნაძესაც, როცა სჭირდებოდა მის კარიერისტულ გაუმაძღრობას, საქართველოში მზე ჩრთილოეთიდან ამოჰყავდა და მისი დასავლეთიდან ამოყვანის მცდელობით ქართველებს მზე სულ რომ დაგვიბნელა. შედეგად სამ ნაწილად დაქუცმაცებული საქართველო მის მიერ მდეუზა გორგონას ასპიტებად გამოჩეკილ ნაციონალ პარაზიტებს ქვეყნის უბედურებად შეატოვა. ახლა მათ მიერვე საქართველოსათვის დღესაც ღიად დარჩენილ ჭრილობებში მატლებივით რომ ფუთფუთებენ და მისი შეხორცების საშუალებას არ იძლევიან სხვა დანარჩენ პარაზიტებთან ერთად.

     ნატო და ევორკავშირში შესვლის მათხოვრობა კი არა, საქართველოს ერთიანობის და ლტოლვილთა თავიანთ საცხოვრებლებში დაბრუნებისთვის, რუსეთთან მეგობრობის აღდგენისთვის ბრძოლაა ნამდვილი ეროვნული ხელისუფლების უპირველესი საზრუნავი. ესენი კი რუსეთზე საჩივლელად ევროპაში გარბიან. ისინიც ჭირისუფლის როლის შემსრლებლის ვიშვიშით   ისტუმრებენ მორიგ ავიშვიშებამდე.

     ვისაც ქართველი ერის ბედნიერებად საქართველოს გაბრწყინება ეჯიგრება ვერ უნდა მიხვდეს, რომ ლგბტ გახრწნილთა დროშით ხალხებზე მოლაშქრე დასავლეთს საქართველო საუკუნეების განმავლობაში რუსეთზე დაგროვილი ბოღმის დათხევის ზვარაკად რომ სჭირდება?!

     ამჟამად რუსეთს მძიმე დღეები უდგა. ანგლოსაქსთა კურატორობით მთელი დასავლეთი ევროპა მათ მიერვე ჩასათბურებული ნეოფაშისტი ბანდერელების გამოყენებით უტევენ, მისი დაქცევის სურვილით. მესამე მსოფლიო ომის დაწყების კარი დასავლეთმა უკრაინიდან გააღო. დაავიწყდათ, რომ მათ მიერვე განებივრებულმა ფაშიზმმა რუსეთს ვერაფერი დააკლო, მთელ მსოფლიოს და თვითონ დასავლეთ ევროპას საშინელი უბედურება დაატეხა თავს.

     რუსეთს ახლაც ვერ წააქცევენ. დასავლეთ ევროპას კი სოდომი და გომორის აჩრდილი დასტრიალებს; ამერიკაც თუ არ მოგონდება, კართაგენის ბედი სანატრელი გაუხდება.

     ევრო-ამერიკელთა წაქეზებით, ბრალდებებით, ლანძღვით და მუქარით გაღზიანებულმა ადრე ჩვენ მეგობრად და მფარველად ყოფილმა ქვეყანამ შეიძლება ისეთი უბედურება დაგვატეხოს თავს, რომ ქართველთა მოამაგე ღვთაებამაც ვეღარ გვიშველოს.

     ფრთხილად, ქართველნო, ყველაზე საშინელი განსაცდელის წინაშე ვდგევართ!

     დავით აღმაშენებლის სახელობის პრემიის ლაურეატი
     მწერალი - გივი სომხიშვილი
     25 ოქტომბერი, 2022 წელი