სამართალი
ანზორ ჩუბინიძე: ბიძინა ივანიშვილი ალიევ-ღარიბაშვილის შეხვედრაზე არ იმყოფებოდა

 საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელ ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, არასერიოზულია შეკითხვა, ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა თუ არა ალიევ-ღარიბაშვილის შეხვედრას.

ჩუბინიძის თქმით, როგორც დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, ასრულებდა თავის სამუშაოს, უზრუნველყოფდა დაცვას და დანამდვილებით იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი შეხვედრაზე არ იმყოფებოდა.

„მგონი, ძალიან არასერიოზული შეკითხვაა. რა თქმა უნდა, შეხვედრას არ ვესწრებოდი. მე ვარ დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, იქ ვიყავი და უზრუნველვყოფდი დაცვას. ასპროცენტიანი გარანტიით გეუბნებით, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი იქ არ იმყოფებოდა“, – აღნიშნა ანზორ ჩუბინიძემ.