სამართალი
ურსულა ფონ დერ ლაიენი: დასავლეთ ბალკანეთსა და ევროპაში სწრაფი ცვლილებების დროა

 საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, დასავლეთ ბალკანეთსა და ევროპაში სწრაფი ცვლილებების დროა.

მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყეს ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან, კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს უკრაინას, მოლდოვას და აღიარეს საქართველოს ევროპული პერსპექტივა.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, არის ახალი იმპულსი, ცვლილებების ქარი, რომელიც ევროპულ ოჯახს უფრო აახლოებს.

„დასავლეთ ბალკანეთსა და ევროპაში სწრაფი ცვლილებების დროა. როგორც იცით, ჩვენ დავიწყეთ გაწევრიანების მოლაპარაკებები ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან. ასევე, მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი უკრაინას, მოლდოვას და ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა. არის ახალი იმპულსი, ცვლილებების ქარი, რომელიც ევროპულ ოჯახს უფრო აახლოებს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ამასთან, როგორც ურსულა ფონ დერ ლაიანმა ბოსნია-ჰერცეგოვინას დედაქალაქ სარაევოში ვიზიტისას განაცხადა, ახლა დროა, ბოსნია-ჰერცეგოვინამ გადადგას ნაბიჯი წინ.

„ახლა დროა, ბოსნია-ჰერცეგოვინამ ასევე გადადგას ნაბიჯი წინ. მოდით, გულწრფელი ვიყოთ, ერთი წლის წინ წარმოუდგენელი ჩანდა, ჩვენ ვერ ვიფიქრებდით, რომ მივაღწევდით კანდიდატის სტატუსს. დღეს ვარ თქვენთან, სარაევოში და შეგვიძლია, ერთად ვიზეიმოთ კანდიდატის სტატუსის მიღწევა. ასე რომ, ნება მიბოძეთ, გითხრათ: თუ არის ნება, იქნება თქვენი ოცნების მიღწევის გზა“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.