2013 წლიდან მოყოლებული არაერთხელ განმიცხადებია, რომ უკრაინა არ არის საქართველოს მეგობარი სახელმწიფო, ხოლო ახლახან დაბეჯითებით ვთხოვე საქართველოს ხელისუფლებას, ოფიციალურად აღიაროს უკრაინა მტრულ სახელმწიფოდ. დღეს ამის შეხსენება სითამამედ არ მიმაჩნია, რადგან მთელი ამ წლების განმავლობაში ჩემი არამოდური შეხედულებების გამო ოსტრაკიზმს ვექვემდებარებოდი, თუმცა ასე ფიქრის მრავალი მიზეზი მქონდა:
-უკრაინამ სააკაშვილს, რომელსაც უმძიმესი დანაშაულებისთვის საქართველოს გენპროკურატურა ეძებდა, არა მარტო მოქალაქეობა მიანიჭა, არამედ მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზეც დანიშნა და უკრაინის ხელისუფლება მთელი მისი დანაშაულებრივი გუნდით დააკომპლექტა. ერთი-ერთი ყველაზე საშიში მათგანი - ადეიშვილი გასულ კვირას უკრაინას წარმოადგენდა ევროპის საბჭოში;
-უკრაინამ გაიწვია თავისი ელჩი საქართველოდან, სამაგიეროდ, სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად აქ სააკაშვილი შემოგზავნა (კონტრაბანდულად, რძის პროდუქტებიანი კონტეინერით);
-უკრაინამ საქართველოს ხელისუფლებას ამორალური უწოდა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველომ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაზე;
-უკრაინამ სანქციები გამოუცხადა ქართველ ფილანტროპს, ექს-პრემიერ ივანიშვილსა და მის გარემოცვას, რომელმაც საქართველოში 3 მილიარდი დოლარი დახარჯა საქველმოქმედო მიზნებისთვის; საქართველოს წინააღმდეგ სანქციების პაკეტი მოამზადა არახამიამ, რომელიც კოორდინაციას უწევს უკრაინის მხრიდან ქართულ რადიკალურ ოპოზიციის მატერიალურ მხარდაჭერას;
-უკრაინა დღეს დასნეულებულია ნეონაციზმით, ქსენოფობიითა და რასიზმით, რაც მიუღებელია ტოლერანტული საქართველოსთვის - საიათ-ნოვას სამშობლოსთვის, რომელმაც გერმანელ ნაცისტებთან საომრად 700 ათასი თავისი ვაჟი და ქალიშვილი გაგზავნა, რომელთაგან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა.
ახლა, მას შემდეგ, რაც არესტოვიჩმა საქართველოს ოკუპაციის გეგმების შესახებ გამოაცხადა, საქართველოს ხელისუფლებას ვთავაზობ, კი არ დაელოდოს უკრაინის ინტერვენციას „ქართული ლეგიონით“ ავანგარდში, არამედ წინ გაუსწროს მოვლენებს - საქართველომ თავად უნდა გამოუცხადოს ომი უკრაინას. არ არის აუცილებელი უკრაინაზე თავდასხმა ავიამზიდებით, ბალისტიკური რაკეტებითა და სტრატეგიული ბომბდამშენებით, რომლებიც საქართველოს ისედაც არა აქვს, მნიშვნელოვანია საქართველოს საზღვრის გაკონტროლება უკრაინიდან ჩამოსულებისა და იქით მიმავლებისთვის, საქართველოს ელჩის გაწვევა და მსგავს შემთხვევებში მიღებული სხვა ქმედებების განხორციელება. მთავარია გავემიჯნოთ ქართველ დაქირავებულებს, რომლებიც ან იარაღს დაყრიან და ცოცხლები დაბრუნდებიან საქართველოში, ან როგორც უკვე საქართველოს წინააღმდეგ მებრძოლებს ჩამოართმევენ საქართველოს მოქალაქეობას და ისინი სამუდამოდ უკრაინაში დარჩებიან. და, ცხადია, უნდა შეწყდეს და აიკრძალოს უკრაინის ჰუმანიტარული და მატერიალური დახმარება, ხოლო საქართველოს ყველა ხელმოწერა უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო რეზოლუციებზე უნდა იქნეს გაწვეული. საქართველოში ავტომანქანებიდან და შენობებიდან უნდა წაიშალოს რუსეთისა და მისი პრეზიდენტის მისამართით უცენზურო, შეურაცხმყოფელი, ასევე უკრაინის მხარდამჭერი წარწერები, რომლებიც დიდი ხანია ჩვენს მოქალაქეებს აღიზიანებს. უარის შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ჯარიმა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც კი, რადგან ეს არის პროვოკაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას."დიდება უკრაინას!" უკრაინის დროშის ფონზე – ასეა შეღებილი თბილისის პრესტიჟულ რაიონში, სასტუმრო „ჰილტონის“ მოპირდაპირედ მდებარე თანამედროვე შენობის ფასადი, რაც დედაქალაქის ელიტარულ სტუმრებს საქართველოს პოლიტიკურ პოზიციას უჩვენებს. უფრო სწორედ - მათ დეზინფორმაციას ახდენს, რადგან საქართველოს ვერ დაუჭერს მხარს ქვეყანას, რომლის კერპიც არის ჰომოსექსუალი ნაცისტი ბანდერა, ხოლო პრეზიდენტი - ნარკომანი და კორუფციონერი ზელენსკი! ჯამბაზე ჯამბაზობით 3 მილიარდ დოლარზე მეტს ვერ იშოვის (ზუსტად ამდენი დახარჯა საქართველოში ქველმოქმედებაზე ბიზნესმენმა ივანიშვილმა) - სწორედ ეს არის ზელენსკის აქტივებისა და ქონების ოდენობა, რომლის წარმომავლობაც უკანონოა. მათ კი, ვინც საქართველოში უკრაინის მხარდასაჭერად გაჰყვირის, მის შესახებ არაფერი იციან, გარდა იმისა, რომ იქ ძალიან ლამაზი მანდიკოსნები, უგემრიელესი ლორი, წიწაკიანი არაყი და პოეტი შევჩენკოა, და ისიც - მხოლოდ იმიტომ, რომ ამ უკანასკნელის სკულპტურა თბილისში, სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ დაიდგა. თუმცა, ბევრი დარწმუნებულია, რომ ეს ტარას ბულბაა, რომლის შესახებაც ფილმი უნახავს...
შორს როდია ის დღე, როდესაც საქართველო ოფიციალურად აღიარებს, რომ არა მხოლოდ უკრაინა, არამედ აშშ-იც არამეგობრული სახელმწიფოა საქართველოს მიმართ, რომელიც თეთრი სახლის ამჟამინდელი ადმინისტრაციისა და არაადექვატური პრეზიდენტი ბაიდენის პირობებში, რომელიც ელჩი დეგნანის მეშვეობით აიძულებს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას - „მეორე ფრონტის“ გახსნას აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, რათა თავისკენ გადაძლიოს რუსული არმიის რაღაც ძალა პირველი უკრაინული ფრონტიდან. ყველაფერი ძალიან მარტივია: აშშ და უკრაინა ყველანაირად მხარს უჭერენ საქართველოს მტრებს - სააკაშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ და უკრაინა საქართველოს მტრები არიან.
თუმცა ამერიკელების კავკასიიდან გაძევება, როგორც მათი ავღანეთიდან გაძევება, ადვილი არ იქნება, სად გინახავთ ასეთი სტუმრები, რომლებსაც არ უნდათ წასვლა, თუმცა მასპინძლები უკვე „იზმორებიან და სუფრას ალაგებენ“?! აღარ მუშაობს ამერიკული ლეგენდა საქართველოში რუსეთის შემოჭრის საფრთხის შესახებ, ზღაპრებით, რომ აშშ-ს ველური ხალხებისთვის მიაქვს დემოკრატიისა და თავისუფლების იდეალები, დღეს საქართველოში ბავშვსაც ვერ მოატყუებ! აშშ-ის ყოფნა სამხრეთ კავკასიაში იყო ერთპოლარული სამყაროს პარადიგმის ნაწილი, ამიტომ დღეს ეს აღარაფრით საბუთდება! აშშ-ის ამოცანაა სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში, რათა ჩამოართვას ძალაუფლება ივანიშვილის „ქართულ ოცნებას“ და დაუბრუნოს სააკაშვილის „ნაცმოძრაობას“, რათა სამხრეთ კავკასიაში, თუნდაც საქართველოში მყარედ მოიკიდოს ფეხი. „რევოლუციების“ წარუმატებელი მცდელობების შემდეგ - "გავრილოვის ღამე", "გახარიას დღეები და ღამეები" - საქართველოს აშანტაჟებენ "ევროატლანტიკური პერსპექტივით", აიძულებენ მიიღოს 12-პუნქტიანი ულტიმატუმი ველურებისთვის, რაც ნიშნავს საქართველოს კონსტიტუციის მოქმედების შეჩერებას და სახელმწიფოში სტაბილურობის დე ფაქტო გარანტის -ივანიშვილის საქართველოდან გაძევებას.
სწორედ ამიტომ გუშინ, სანამ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თვითმფრინავი ღრუბლებს მიეფარებოდა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა მკვეთრად გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება, თუმცა თუ აშშ ნამდვილად საქართველოს მეგობარია, მაშინ ვაშინგტონს მხოლოდ უნდა შეექო პრემიერი ღარიბაშვილი! „მთავრობის ქმედებებმა, მათ შორის მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების გადავადებამ ან გაუქმებამ უკუსვლა გამოიწვია“, - განაცხადა პრაისმა, თუმცა საქართველო არ დაბრუნებულა საბჭოთა წარსულში, პირიქით - შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა დაიწყო. „ამან შეაფერხა საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის აშკარა მისწრაფება ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ ამ ქმედებებმა ასევე გაზარდა პოლარიზაცია ქართულ საზოგადოებაში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების ზოგიერთი ქმედება და რიტორიკა ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესებს“, - განაგრძო განმარტება პრაისმა და კვლავ ააცილა! საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ოცნებობს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებაზე და არა ევროკავშირში და ერთსქესიან ქორწინებებში შესვლაზე. მრავალეროვანი ქართველი ხალხი მუდამ პოლარიზებული იქნება, წესიერი ქართველები არასოდეს და არასგზით აპატიებენ სააკაშვილის რეჟიმის მხარდამჭერებს - მკვლელებს, მოძალადეებს, ჯალათებსა და ავანტიურისტებს, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი დაკარგეს! დღეს პირველად ქართველი ხალხი სიხარულით უკრავს ტაშს საქართველოს მთავრობას, რომელმაც დაიწყო მისი ინტერესების გამოხატვა - პირველად გაბედა სიმართლის თქმა აშშ-სა და ევროკავშირზე, თუმცაღა ჯერჯერობით მხოლოდ მის ცალკეულ პოლიტიკოსსა და დიპლომატზე.
ამრიგად, აშშ-ს კავკასიაში აღარაფერი ესაქმება და იქიდან ვერც რუსეთს აძევებს. ყარაბაღი რუსეთისა და თურქეთის ძალისხმევით დასრულდა, ხოლო გუშინ ალიევმა საქართველოს ნათელი ერთობლივი მომავლის საგზური ჩამოუტანა! საქართველოში სითბო და სინათლე იქნება, ევროპაში კი სიცივე და სიბნელეა, რატომ უნდა ვისწრაფვოდეთ იქით?! სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის ომის დრო დასრულდა, ახლა დოვლათის შექმნის დროა! მას შემდეგ, რაც აშშ-მა ევროპას ენერგეტიკული ბლოკადა გამოუცხადა და „ჩრდილოეთის ნაკადი“ ააფეთქა, პუტინმა გუნდური თამაში ამჯობინა - “მწვანე აუნთო“ თურქეთის ევროპის ენერგეტიკულ ჰაბად გადაქცევას - აქაოდა, ჩვენ თუ არა, თქვენ მაინც გამდიდრდით ამით, მეგობრებოო! კასპიის ნახშირწყალბადებით მილსადენები აზერბაიჯანიდან თურქეთში მიემართება ერთადერთი სატრანზიტო ქვეყნის - საქართველოს გავლით. ჰეიდარ ალიევი და ედუარდ შევარდნაძე დღეს იმქვეყნად ხარობენ, რომ მათი საქმე აღორძინდა და აზერბაიჯანსა და აწი საქართველოს ძალიან გაამდიდრებს! აი ასე ბუნებრივად შეუერთდა საქართველო „კავკასიური პლატფორმის“ მუშაობას, აი ასე პრემიერმა ღარიბაშვილმა, განსხვავებით დასავლეთის ქვეყნებისგან - უკრაინის ფსევდომეგობრებისგან, პრეზიდენტ ალიევთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „უკრაინაში არსებული ვითარება მოლაპარაკებების გზით უნდა დარეგულირდეს“. სიმბოლურია, რომ ალიევსა და ღარიბაშვილს შორის საგანგებო მოლაპარაკება გაიმართა შატო მუხრანში, საქართველოში უძველესი სამეფო დინასტიის, თავადი ბაგრატიონ-მუხრანსკის მამულში, საიდანაც საქართველოსა და რუსეთის მრავალი გამოჩენილი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე იშვა. ასევე სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბოლო 7 წლის განმავლობაში პირველი ვიზიტის შესახებ ტელევიზიით შეიტყო და ალიევი მას არ შეხვედრია. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მტერია, ბოროტი და სულელი, ამიტომ მასთან შეხვედრა ალიევის დონის მოღვაწისთვის დამცირება იქნებოდა. ამასთან, მტრებმა არ უნდა იცოდნენ ჩვენი გეგმების შესახებ!
„ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ახალი ვითარება შეიქმნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვაცნობე მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ და მიმაჩნია, რომ ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად აუცილებელია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება. ჩვენ სომხეთს უკვე გავუზიარეთ ხუთი ძირითადი პრინციპი და ვიმედოვნებთ, რომ სომხეთი გამოავლენს პოლიტიკურ ნებას, დაიწყებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს და ხელს მოაწერს სამშვიდობო შეთანხმებას აზერბაიჯანთან. თუ ეს მოხდება, მაშინ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა დაისადგურებს და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები გაჩნდება. დღეს ჩვენ ასევე გვაქვს შესაძლებლობა გავმართოთ კონსულტაციები აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის. თუ სომხეთი მზად არის, ჩვენ მზად ვართ დღესვე დავიწყოთ ეს ფორმატი“, - განაცხადა ალიევმა. მომავალ წელს გაიზრდება ნავთობის ექსპორტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით. ამის პარალელურად გვინდა გამოვიყენოთ ბაქო-სუფსის ნავთობსადენი, რომელიც ამჟამად არ გამოიყენება... ვგეგმავთ გაზის ექსპორტის გაზრდას მსოფლიო ბაზრებზე. წელს ჩვენი ექსპორტი 22 მილიარდი კუბური მეტრი იქნება, 2023 წელს კიდევ უფრო გაიზრდება. ამრიგად, 2027 წელს მხოლოდ აზერბაიჯანული გაზის ექსპორტი ევროპაში 20 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. ჩვენ გვინდა ბაქო-სუფსის ტერმინალით სარგებლობაც, ვიცი, რომ ის ახლა არ მუშაობს“. როგორც აზერბაიჯანის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, ბაქომ უკვე განახორციელა სამი მილიარდი დოლარის ინვესტიცია საქართველოში, რაც იმდენივეა, რაც ერთმა კაცმა, გვარად ივანიშვილმა აჩუქა საქართველოს, და ამდენივეს შეადგენს ზელენსკის კრიმინალური ქონება...
P.S.
სიტყვა "გრანატ" მომდინარეობს ლათინურიდან "granatus" - მარცვლოვანი, რადგან უწინ ყუმბარა - „გრანატა“, ფორმითაც და ზომითაც ბროწეულის - „გრანატის“ ნაყოფს ჰგავდა, ასევე იმის გამო, რომ აფეთქებული გრანატის ნამსხვრევები ნაყოფის მიმოფანტული მარცვლებს ჰგავდა.
ბროწეულების ფონზე ალიევისა და ღარიბაშვილის დანახვისას გამახსენდა არა უკრაინა, სადაც დღეს გრანატები ფეთქდება და სისხლი იღვრება, არამედ უკრაინაში დიდი ხნის განმავლობაში მოღვაწე ფარაჯანოვის ფილმი „საიათ-ნოვა“, რომელსაც საბჭოთა ცენზურამ სახელი შეუცვალა და «Цвет граната» დაარქვა. სიყვარულის აშუღი საიათ-ნოვა, თბილისელი სომეხი და მისტიფიკაციის დიდი ოსტატი, ისევე როგორც თავად ფარაჯანოვი, ქმნიდა სამ ენაზე, ზოგჯერ ერთდროულადაც კი, თუმცა მისი ლექსების ნახევარზე მეტი აზერბაიჯანულ ენაზეა... ხოლო ბროწეულის, ანუ გრანატის ნაყოფი სიცოცხლის სიმბოლოა როგორც სომხებისთვის, ასევე აზერბაიჯანელებისთვის!
არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
2022 წლის 25 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი