სამართალი
ოტმარ კარასი: უკრაინის წინააღმდეგ ომი საქართველოში შეჭრით დაიწყო

 საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. სრულიად ნათელია, რომ ევროკავშირი არის საზოგადოება, რომელიც მუშაობს მშვიდობისთვის, უკეთესი მსოფლიოსთვის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ოტმარ კარასმა განაცხადა.

როგორც ოტმარ კარასმა აღნიშნა, ევროკავშირი ღიაა ევროპის ყველა რეგიონისა და ერისთვის, რომელსაც სურს ეს გზა, რომელთაც სურთ ქვეყნისა და საზოგადოების დემოკრატიზაცია, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ საერთო ღირებულებების გაზიარება.

„საქართველოს ძალიან რთული პერიოდი და სიტუაცია აქვს. მე ვიყავი საქართველოში, რუსეთის შეჭრიდან ერთ კვირაში. მე ვიცი საქართველოს პრობლემები. უკრაინის წინააღმდეგ ომი საქართველოში შეჭრით დაიწყო, მეორე ნაბიჯი იყო ყირიმის ანექსია და ახლა მესამე ნაბიჯი გადადგა, ჩვენ ეს გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. სწორედ ეს არის ჩვენი გამოწვევა. ამიტომ უნდა დავინახოთ, რომ უკრაინა იბრძვის არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ბელარუსისთვის, მოლდოვასთვის, საქართველოსა და ევროპის სხვა რეგიონებისთვის“, – განაცხადა ოტმარ კარასმა.