სამართალი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ჯაბა სამუშიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა

 საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები დასრულდა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის აკადემიურო საბჭოს 30-მა წევრა, საიდანაც 28-მ ჯაბა სამუშიას დაუჭირა მხარი. ის მაქსიმუმ ექვსი თვის ვადით შეასრულებს რექტორის მოვალეობას.

ჯაბა სამუშია ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელმაც თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე შეიტანა განაცხადი.

კენჭისყრის პროცესი სტუდენტების ნაწილის საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ახალგაზრდების შეფასებით, არჩევნები წესის დარღვევით მიმდინარეობდა და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა აკადემიური საბჭოს ნაცვლად, აკადემიური პერსონალის მიერ უნდა მომხდარიყო.

ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა უმაღლესი განათლების შესახებ კანონის თანახმად ხდებოდა და აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი იყო საჭირო.

თსუ-ს რექტორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც რექტორმა გიორგი შარვაშიძემ 7 ოქტომბერს საკუთარი განცხადებით აკადემიურ საბჭოს მიმართა და გადადგომა მოითხოვა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატთა რეგისტრაცია 13 ოქტომბერს დასრულდა. თსუ-ს ადმინისტრაციის განცხადებით, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში მონაწილეობისთვის საბუთები მხოლოდ ერთმა პირმა შეიტანა.