სამართალი
საქპატენტის თავმჯდომარედ სოსო გიორგაძე დაინიშნა

 საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარედ სოსო გიორგაძე დაინიშნა.

„საქპატენტის“ ახალ თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები მიმოიხილეს.

„საქპატენტის“ თავმჯდომარედ დანიშვნამდე სოსო გიორგაძე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, მანამდე კი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სოსო გიორგაძე 2013 წლიდან მუშაობდა. სხვადასხვა დროს ის მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიციის სახლს ხელმძღვანელობდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა სოსო გიორგაძეს „საქპატენტის“ თავმჯდომარედ დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.