პოლიტიკა
ეფთიმიუ საქართველოს სამდღიანი ვიზიტით ეწვია. ის პირველ შეხვედრებს დღეს საქართველოს პარლამენტში გამართავს, სადაც საპარლამენტო ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენლებს, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს შეხვდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ ბაქრაძე და ეფთიმიუ ერთობლივ ბრიფინგსაც გამართავენ.
ხვალ კი ეფთიმიუ ბათუმსა და გორს ეწვევა, სადაც ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზონასა და წეროვანში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას მოინახულებს. მოგვიანებით კი თბილისში, სასტუმრო „თბილისი-მარიოტში“ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.
წინასწარი ინფორმაციით, უცხოელი სტუმარი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც შეხვდება.
დელეგაცია საქართველოს 17 ივნისს დატოვებს.