სამართალი
სერგეი რიაბკოვი: აშშ-სა და ნატო-სთან პირდაპირი დაპირისპირება რუსეთის ინტერესებში არ შედის

 საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი აშშ-ს აფრთხილებს, რომ აშშ-სა და ევროპის უკრაინის კონფლიქტში ჩართულობის გამო, რუსეთს მოუწევს საპასუხო ზომების მიღება.

როგორც რიაბკოვი აცხადებს, დასავლეთის მხრიდან კიევის სამხედრო დახმარება, უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნა ალიანსის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე, უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გადაცემა, თანამგზავრული სურათების რეალურ დროში მიწოდება, საარტილერიო დარტყმების სამიზნეების დადგენა და ოპერაციების დაგეგმვა, სულ უფრო მეტად ჩართულს ხდის დასავლეთის ქვეყნებს კონფლიქტში.

„თვალსაჩინოა, რომ აშშ-თან და ნატო-სთან პირდაპირი დაპირისპირება რუსეთის ინტერესებში არ შედის. ვაფრთხილებთ და იმედი გვაქვს, რომ ვაშინგტონში აცნობიერებენ არაკონტროლირებადი ესკალაციის საშიშროებას“, – განაცხადა სერგეი რიაბკოვმა.

აშშ უკრაინის კონფლიქტის მონაწილეობაში დაადანაშაულა აშშ-ში რუსეთის ელჩმაც. ანატოლი ანტონოვის თქმით, ამაზე მიუთითებს ის, რომ ვაშინგტონი უკრაინის თანამედროვე შეიარაღებით მომარაგებას განაგრძობს.

„აშშ-ის ხელმძღვანელობის განცხადება, რომლის მიხედვითაც, აშშ აპირებს, გააგრძელოს ზელენსკის მხარდაჭერა სამხედრო დანიშნულების პროდუქციის მიწოდებით, მოსკოვის მხრიდან აღიქმება, როგორც იმ ფაქტის დადასტურება, რომ ვაშინგტონს კონფლიქტის მონაწილის სტატუსი აქვს“, – განაცხადა ანატონოვმა.