აქტუალური
ანტირუსული სანქციების გამო ევროპა ნელ-ნელა სისხლისგან იცლება! - ორბანი

 საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. „სანქციებმა არ გაამართლა მათზე დამყარებული იმედები... ევროპა ნელ-ნელა სისხლისგან იცლება, ხოლო რუსეთი ამასობაში კარგ ფულს შოულობს. ნათელია, რომ ბრიუსელის მცდარი სანქციების პოლიტიკა უნდა შეიცვალოს! სანქციებმა ზედმეტად აწია ენერგომატარებლების ფასები, ეს ასევე ეხება უნგრეთს, ფასების გადახდა თითქმის შეუძლებელია“, - წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში.