აქტუალური
უკრაინის დაზვერვა „მოსადის“ მსგავსად მუშაობს - კანონის მიღმა

 საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ ისრაელის დაზვერვა „მოსადის“ სტილის საიდუმლო სპეციალისტები უკვე მუშაობენ ქვეყნის ძალოვან სტრუქტურებში.

ცნობისთვის: ისრაელის სადაზვერვო სამსახური „მოსადი“ დაკავებულია დაზვერვით, ატარებს სხვადასხვა კონტრტერორისტულ და ფარულ ოპერაციებს. სამსახურის საქმიანობა კანონმდებლობით ოფიციალურად არ რეგულირდება, სამსახურის რაოდენობა კი სახელმწიფო საიდუმლოების ხასიათს ატარებს.