საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-მ, თავისი პოლიტიკით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს უკრაინაში შეჭრა თითქმის აიძულა.
"თუ ამ ყველაფერს ყურადღებით დააკვირდებით. ჩვენმა ქვეყანამ და ე.წ ხელმძღვანელობამ პუტინს დასცინა. მათი სულელური რიტორიკის ფონზე ვიტყოდი, რომ პუტინს უკრაინაში შეჭრა თითქმის აიძულეს", - აღნიშნა ტრამპმა Real America's Voice-თან ინტერვიუში.
ინტერვიუში ტრაპმა ასევე აღნიშნა, რომ მისი მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომი არ დაიწყებოდა.
"რუსეთსა და უკრაინას შორის ომი არ იქნებოდა. ეს არ ნიშნავს, რომ მათ ერთმანეთი ეყვარებოდათ, მაგრამ პუტინი უკრაინაში არავითარ შემთხვევაში არ შეიჭრებოდა", - თქვა ტრამპმა.
ტრამპი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს უწინაც გამოეხმაურა და ვლადიმირ პუტინთან საქმიან ურთიერთობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, სწორი მიდგომების შემთხვევაში, ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინასა და რუსეთს შორის სიტუაციის დეესკალაციას შეძლებდა. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ იგი პუტინს მშვენივრად ეწყობოდა.
"პუტინს ძალიან კარგად ვიცნობდი, მას მშვენივრად შევეწყვე. ვფიქრობ, მოვწონდი და მეც მომწონდა. ის ქარიზმატული და ამაყი კაცია და მას თავისი ქვეყანა უყვარს". - ამბობს ტრამპი.