პუბლიკაციები
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების დაბომბვა — საქინფორმის კომენტარი უცხოელი მკითხველებისთვის

 საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. „მშვიდობიან მოსახლეობაზე განურჩეველი თავდასხმის მიზანი მათი განადგურება და შიშის დანერგვაა. მსოფლიომ დაინახა უკრაინელი ერის სიმტკიცე. მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას!“, – დაწერა ზურაბიშვილმა Facebook-სა და Twitter-ზე.

საქინფორმი, გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, უცხოელი მკითხველებისთვის აზუსტებს: 1 - საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი არის "მეხუთე ელემენტი" - ქართველი ხალხისთვის უცხო და საძულველი ემიგრანტი - მენშევიკი, უკიდურესად დისკრედიტებული პიროვნება, რომელიც მხარს უჭერს ნეონაცისტებს, კოლექტიური დასავლეთის მარიონეტი ელექტორატის გარეშე; 2 - საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს, ზოგსაც - ღიად და ზოგსაც - გულში, უაღრესად უხარია, რომ რუსეთმა ბოლოსდაბოლოს აჩვენა თავისი ძალა და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა უკრაინული ნაციზმის გასანადგურებლად; 3 - ქართველი ხალხი, რომლის სახელით ლაპარაკის უფლებაც არ აქვს ზურაბიშვილს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო თანამდებობა აჩუქა, ბედნიერი და ამაყია, რომ გუშინ მელიტონ ქანთარიას ძმისშვილიშვილი - გიორგი მოხალისედ წავიდა დონბასში საბრძოლველად.