აქტუალური
„სამხრეთ ოსეთის უზენაესი სასამართლო რეგიონის პრეზიდენტის ზედიზედ სამი ვადით არჩევასა და რუსულის სახელმწიფო ენად გამოცხადებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილებას დღეს, 14 ივნისს, გამოაცხადებს“, – იტყობინება სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ვებგვერდი.
ცოტა ხნის წინათ საინიციატივო ჯგუფი თავდაცვის მინისტრის მოადგილე იბრაგიმ გასეევის ხელმძღვანელობით გამოვიდა წინადადებით – ჩატარდეს რეფერენდუმი, რომელზეც ორი შეკითხვა იქნება გამოტანილი: „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ენები იყოს რუსული და ოსური ენები?“ და „თანახმა ხართ თუ არა, რომ ერთსა და იმავე პირს შეეძლოს პრეზიდენტის პოსტის დაკავება ზედიზედ სამი ვადით?“
რეგიონის მოქმედი კონსტიტუცია პრეზიდენტის ორი ვადით არჩევას ითვალისწინებს, ხოლო სახელმწიფო ენად ოსურს განსაზღვრავს. ამ კანონის მიხედვით, რუსული ხელისუფლების ორგანოების ოფიციალურ ენად არის აღიარებული ისევე, როგორც ქართული – ქართველებით „კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში“.