პუბლიკაციები
ერდოღანი: „თუ პუტინმა რამე ჩაიფიქრა, გააკეთებს კიდეც“

 საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განუცხადა CNN Türk-Kanal D-ს, რომ თუ პუტინმა რაიმე ჩაიფიქრა, გააკეთებს კიდეც“. თურქეთის ლიდერმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ბირთვული ომის საფრთხის თაობაზე მსოფლიო დებატების კომენტირებისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიპლომატია არის საუკეთესო გამოსავალი და "ყველაზე ზუსტი ნაბიჯი" ამ კონფლიქტში. უკრაინის ტერიტორიებზე რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილება კი ართულებს დიპლომატიურ ძალისხმევას. მანამდე გერმანიის ექს-კანცლერმა ანგელა მერკელმა პუტინის განცხადებების უფრო სერიოზულად მიღებისკენ მოუწოდა.

   27 სექტემბერს დასრულდა კენჭისყრა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთთან შეერთების საკითხზე. თებერვალში, ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებით, აღიარებული იქნა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ხოლო გუშინ - ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების დამოუკიდებლობა. დღეს, 30 სექტემბერს, 15:00 საათზე, კრემლის გეორგიევსკის დარბაზში, რფ-ის შემადგენლობაში ახალი ტერიტორიების შესვლის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერის ცერემონია გაიმართება, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტი სიტყვით გამოვა.