აქტუალური
ირაკლი კობახიძე 19 აპრილის შეთანხმებაზე: ანულირებულ შეთანხმებას როგორ დავუბრუნდეთ, არ დავუბრუნდებით, დამთავრებულია, წარსულია

 საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმებას ხელისუფლება არ დაუბრუნდება.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, ანულირებულ შეთანხმებას ვერავინ დაუბრუნდება.

რაც შეეხება 19 აპრილის ანულირებულ შეთანხმებას, რომელიც ანულირებულია მათ გამო, რომ 100 დღე არ აწერდნენ ამ დოკუმენტს ხელს, რა თქმა უნდა, ასეთ შეთანხმებას ვერავინ ვერ დაუბრუნდება... ანულირებულ შეთანხმებას როგორ დავუბრუნდეთ, არ ვიცი. რა თქმა უნდა, არ დავუბრუნდებით, ანულირებულია, დამთავრებულია, წარსულია“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ხელისუფლებას 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით „ბაზისურ მიდგომებს“ სთავაზობენ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პრინციპულად მიაჩნიათ დეპოლარიზაციის მიმართულებით 19 აპრილის შეთანხმებაში (შარლ მიშელის დოკუმენტი) დაბრუნება და შესრულება, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე და მესამე მოსმენით მიღება, პოლიტიზირებული მართლმსაჯულების დასრულება. ასევე, პრინციპულია საარჩევნო კოდექსის ცვლილება 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების მიხედვით განსაზღვრული ჩარჩოს მიხედვით.