საზოგადოება
მარინა კალიურანდი: მოვუწოდებ ჩემს ქართველ კოლეგებს, გააგრძელონ ყველა ზომის მიღება იმისთვის, რომ არ მოხდეს საქართველოს, როგორც უკანა დერეფნის გამოყენება რუსული სანქციების დროს

 საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. მოხარული ვარ, რომ ქართული საზოგადოება ძლიერად უჭერს მხარს უკრაინას და მე ასევე დღეს მოვუწოდებ ჩემს ქართველ კოლეგებს, რომ გააგრძელონ ყველა ზომის მიღება იმისთვის, რომ არ მოხდეს საქართველოს, როგორც უკანა დერეფნის გამოყენება რუსული სანქციების დროს, - ამის შესახებ საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარინა კალიურანდმა თბილისში, საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ომმა დააზარალა როგორც უკრაინა, ასევე საქართველო, ვინაიდან ოკუპაციას და ომს ქართველებიც შეეწირნენ.

მინდა დავადასტურო, რომ ევროკავშირი არასოდეს აღიარებს რუსეთის ოკუპაციას. ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გაიმეორებს ამას მანამ, ვიდრე ოკუპირებული ტერიტორიები საბოლოოდ არ გათავისუფლდება და საქართველოს კონტროლს დაუბრუნდება“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.