სამართალი
მთავრობის მიერ სისხლის სამართლის კოდექსში განრიდების მექანიზმის შემოღებასთან დაკავშირებით მომზადებული ცვლილებები პროკურორს დამატებით უფლებამოსილებას ანიჭებს.
ამ პირობებს შორის კანონპროექტში ჩამოთვლილია უკანონოდ მოპოვებული ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემა ან ამ ქონების ღირებულების ანაზღაურება, განრიდების სუბიექტის ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის სრული ან ნაწილობრივი ანაზღაურება; ბიუჯეტის სასარგებლოდ, სულ მცირე, 500 ლარის გადახდა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს შესრულება.
კანონპროექტის თანახმად, თუ პირი ერთი ან რამდენიმე ამ პირობის შესრულებაზე უარს იტყვის, მაშინ პროკურორი უფლებას იტოვებს, დაიწყოს ან განაგრძოს სისხლისსამართლებრივი დევნა.
განრიდების მექანიზმი, რომელიც სასამართლოს გვერდის ავლით ხორციელდება, არ გამოიყენება პატიმრობაში მყოფი პირის მიმართ, არ იწვევს თავისუფლების აღკვეთას ან ნასამართლობას და, როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, „საშუალებას იძლევა, მიღწეულ იქნეს მართლმსაჯულების მიზნები ალტერნატიული, ლიბერალური გზებით“.