პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: რუსეთის არმიის „უკანდახევამ“ მხოლოდ დააჩქარა რეფერენდუმები რუსეთის შემადგენლობაში დონბასის შესვლის შესახებ

     „Недолго музыка играла, недолго фраер танцевал...“ - ეს ზელენსკიზეა, რომელიც უკვე ყირიმში შესასვლელად ემზადებოდა... რუსული კონტინგენტის დროებითი მანევრი, რომელიც კიევმა შეცდომით უკანდახევად მიიჩნია, დასრულდა და უკრაინელი ნაცისტები, რომლებსაც, ამერიკული „M142 HIMARS“-ის მასიური საარტილერიო მომზადების შემდეგ, წინა ხაზზე უტვინო ცხვრების ფარასავით მიერეკებიან, სამუდამოდ დარჩებიან მათ მიერ დროებით დაბრუნებული დასახლებულ პუნქტებში.

13 სექტემბრის პუბლიკაციაში წარმოვადგინე რამდენიმე ვერსია რუსული ჯარების გადაჯგუფების შესახებ, კერძოდ - ხაფანგში მოწინააღმდეგის უფრო ღრმად ჩათრევა, რათა ალყა შემოარტყას და გაანადგუროს; ჯარების გაყვანა და მოსახლეობის ევაკუაცია ხალიჩისებრი დაბომბვის დასაწყებად, როგორც ამას აშშ აკეთებს, და სხვა. ჯერ წასვლა კიევის მიდამოებიდან, მერე წასვლა ნახევარკუნძულ ზმეინიდან, ეხლა წასვლა ხარკოვის ოლქიდან - ამ ყველაფერში უდაოდ რაღაცა ჩანაფიქრი დევს“, - ვვარაუდობ პუბლიკაციაში „ნუ გეშინიათ რუსების მოსვლის, გეშინოდეთ მათი წასვლის!“.

   არ ვიცი, ეს შემთხვევით მოხდა, თუ ასე იყო ჩაფიქრებული, ათა რუსული სამხედრო ყოფნით არ განხორციელებულიყო ზეწოლა დონბასის მოსახლეობაზე და მიეცათ ისთვის თავისუფალი არჩევანის საშუალება, მაგრამ ფაქტია - რუსული არმიის უკანდახევისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაბომბვის განახლების შემდეგ, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მოსახლეობამ, რომელიც ეს-ესაა მშვიდობიან ცხოვრებას უბრუნდებოდა, სასწრაფოდ მოითხოვრეფერენდუმის ჩატარება რუსეთის ფედერაციასთან მათი მიერთების საკითხზე. გამოდის, რომ რუსული კონტიგენტის სამხედრო მანევრმა, რომელიც კიევმა შეცდომით უკან დახევად მიიჩნია, მხოლოდ დააჩქარა დონბასის ინტეგრაცია, უფრო სწორად - ძირძველი რუსული მიწების რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნება!

   19 სექტემბერს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების საზოგადოებრივი პალატებგამოვიდნენ მოწოდებით „დაუყოვნებლივ“ ჩატარდეს რეფერენდუმი რესპუბლიკების რუსეთთან შეერთების შესახებ. რეფერენდმები დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ჩატარდება 23-27 სექტემბერს და მათზე წამოიჭრება შეკითხვა: მხარს უჭერთ თუ არა რფ-ის შემადგენლობაში ფ-ის სუბიექტის უფლებით შესვლას?". რეფერენდუმის შედეგების განჭვრეტა რთული არ არის, რადგან ზემოაღნიშნული ტერიტორიების მოსახლეობის 95% რუსეთის ფედერაციაში გაწევრების მომხრეა.

ხოლო მას შემდეგ, რაც ისინი რუსეთის სუბიექტებად იქცევიან, მათზე ნებისმიერი თავდასხმა - დაბომბვა განიხილება, როგორც თავდასხმა რუსეთის ფედერაციაზე, მისი სამხედრო დოქტრინით გათვალისწინებული ყველა შედეგით. სწორედ მაშინ დასრულდება ის პერიოდი, როდესაც რუსეთი, როგორც პუტინმა თქვა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ისტორიულ სამიტზე, "უკრაინის დარტყმებს თავშეკავებულად პასუხბს, მაგრამ ეს მხოლოდ ჯერჯერობით...".

   შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის 22-სამიტს, რომელიც 16 სექტემბერს დაიწყო უზბეკეთის დედაქალაქში, შეიძლება ეწოდოს სამარანდის კონფერენცია, მეორე მსოფლიო ომის დროს თეირანის კონფერენციის ტოლფასი მნიშვნელობით. ოღონდ ანტიფაშისტური კოალიციის მოკავშირე ძალებია ამჯერად განსხვავებულია, დიდი ბრიტანეთი და აშშ, სამწუხაროდ, ნაცისტების მხარეს არიან. მესამე მსოფლიო ომში, რომელსაც დასავლეთი დისტანციურად აწარმოებს, უკრაინელ ნაცისტებს იყენებენ "საზარბაზნე ხორცად" (უტვინო ცხვრის ფარა - იხ. ზემოთ), რუსეთთან, ფრონტის ერთ მხარეს - შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნებიჩინეთის მეთაურობით, რომელიც უკვე შეთანხმდრუსეთ სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

P.S.

   ამ რეფერენდუმების „ამღიარებელი“ მაკარონის კვალდაკვალ, რომელიც თავის მასწავლებელთან ერთად გამოცხადდა ეკლესიაში ინგლისის დედოფლის დაკრძალვაზე სპორტული ფეხსაცმლით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ „გერმანია არ ცნობს რეფერენდუმებს რუსების რუსებთან გაერთიანების შესახებ“. რას ფიქრობენ ამ საკითხზე გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები გერმანელები, უცნობია. თუმცა, თუ რუსების რუსებთან გაერთიანება არ შეიძლება, მაშინ არც გერმანელების გერმანელებთან გაერთიანება შეიძლებოდა, როგორც ეს შევარდნაძემ გააკეთა 1990 წელს აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშ-უფროსის დაპირების სანაცვლოდ, „არცერთი დუიმით“ არ გაეფართოებინა ნატო აღმოსავლეთით! იქნებ დადგა სსრკ-ის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის შეცდომის გამოსწორების დრო, მით უმეტეს, რომ ამერიკამ მიცემული პირობა დაარღვია? ამგვარად, მესამე მსოფლიო ომი კვლავაც გაყოფს გერმანიას ორ ნაწილად, როგორც ეს მეორე მსოფლიო ომმა ქნა. ეს იქნება ჭკუა-გონებითა და ნიჭიერებით არცთუ გამორჩეული ოლაფ „ადოლფოვიჩის“ აშკარად ისტორიული მისია, რომელიც ადრე თუ გვიამ, აუცილებლად შეხვდება ედუარდ „გამაერთიანებელს“, ხოლო გერმანელ ხალხს კვლავ მოუწევს თავისი ნაცისტი ხელმძღვანელების შეცდომების გამოსყიდვა!

ფეიკი ამჟამინდელი კანცლერის ბაბუის - მაღალჩინოსანი ეს-ეს-ელის შესახებ სიმართლეზე მეტი აღმოჩნდა...

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2022 წლის 20 სექტემბერი
საქართველო, თბილისი