აქტუალური
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ ნორვეგიულ კომპანია „Clean Energy Invest AS“-თან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელიც მდინარე აჭარისწყლის ჰიდროენერგეტიკული რესურსების ათვისების მიზნით ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობას ითვალისწინებს.
ნორვეგიული კომპანიის ინფორმაციით, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტში მისი პარტნიორია საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC), რომელიც პროექტის ხარჯების დაახლოებით 20 პროცენტს დაფარავს.
„წინასამშენებლო ფაზას, სავარაუდოდ, 15 თვე დასჭირდება, ხოლო მშენებლობის ეტაპს – 2 წელი და 9 თვე“, – იტყობინება „Clean Energy Invest“.