პუბლიკაციები
აშშ-მა აღიარა, რომ უკრაინელებზე ბიოლოგიურ ცდებს ატარებდა: როდის დაიხურება ლუგარის ლაბორატორია თბილისში? - საქინფორმი

 საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. ჟენევაში გაიმართა ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა შეხვედრა. ამ შეხვედრაზე რუსეთის წარმომადგენლებმა წამოაყენეს 20-ზე მეტი საკითხი კიევისა და ვაშინგტონის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით. აშშ-და უკრაინის ახსნა-განმარტებები უკრაინის მოქალაქეების შტამებისა და ბიომასალის გატანასა და ეთიკური ნორმების დაცვასთან დაკავშირებით სამხედრო მოსამსახურეების, ხელმოკლე მოქალაქეების, აგრეთვე მოსახლეობის ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი კატეგორიის - ფსიქიატრიული საავადმყოფოების პაციენტების გამოკვლევისას, უკიდურესად არადამაჯერებლად გამოიყურებოდა. აღნიშნული საკითხის განხილვისას, ამერიკულმა დელეგაციამ აღიარა ასეთი ფაქტები და აღნიშნა, რომ პათოგენური ბიომასალის ნიმუშების აშშ-სთვის გადაცემა იშვიათი იყო“, - განაცხადა ბრიფინგზე რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა იგორ კირილოვმა.

   უკრაინულმა მხარემ ასევე უარი თქვა სამხედრო-ბიოლოგიური პროგრამის შესახებ დოკუმენტების დაუყოვნებლივ განადგურების ახსნაზე და განაცხადა, რომ „სასამართლოში არ იმყოფება“. ასე, მაგალითად, 2013 წლის აპრილში, უწყებათაშორისმა კომისიამ, უკრაინის უშიშროების სამსახურის, აგრარული პოლიტიკის სამინისტროსა და უკრაინის სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის შემადგენლობით, მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება უკრაინაში „ДИТРА“-ს პროექტების გაგრძელების მიზანშეუწონლობის შესახებ, მაგრამ მათი თავს მოხვევა კიევისთვის ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან გაგრძელდა“, - განმარტა კირილოვმა.

ამას ადასტურებს კიევში აშშ-ის ელჩის, ჯონ ტეფტის (საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის) 2013 წლის თებერვლის მიმართვა, სადაც ის აგროპოლიტიკის მინისტრს სთხოვს, ხელი შეუწყოს „ДИТРА“-ს პროექტის 4 წლით გახანგრძლივებას. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-ის ზეწოლის ქვეშ, კონვენციის 184 მონაწილიდან მხოლოდ 89 ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა თათბირში, ხოლო გამოსული დელეგაციის ნახევარზე მეტმა - 43-დან 22-მა მხარი დაუჭირა რუსეთის პოზიციას ან ნეიტრალური პოზიცია დაიკავა.

   ამ ფონზე ჩნდება კითხვა: როდის დატოვებს თბილისს ლუგარის ლაბორატორია, რომლის საქმიანობაც საქართველოში საიდუმლოებით არის მოცული ქართველებისთვის და კარგად არის ცნობილი მოსკოვისთვის? უკვე რამდენიმე თვეა, რაც იძულებული გახდა დაეტოვებინა თანამდებობა მის ქართველ ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძეს, რომელიც ბოლო დღემდე აიძულებდა მოსახლეობას გაეკეთებინა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის სამი-ოთხი ბუსტერ-დოზა. საქართველოს მიერ მისი დაჟინებული მოთხოვნით შეძენილი ვაქცინის უზარმაზარი პარტიები ახლა უტილიზაციას ექვემდებარება.

   როგორც ირკვევა, ნაციზმით დაავადებული უკრაინის ხელისუფლებაც კი ცდილობდა სამხედრო-ბიოლოგიური პროექტების დახურვას საკუთარ ტერიტორიაზე, მაგრამ მათ უარი უთხრაშშ-ის ელჩმა ჯონ ტეფტმა. და რას აკეთებს ამ მხრივ საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც აშშ არ აპატიებს საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაზე უარს? აქვს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკა საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების, განსაკუთრებით უპოვრებისა და უსახლკაროების შესახებ? მშირები და უსახლკაროები, ხომ არ აღმოჩნდნენ ისინი ლუგარის ლაბორატორიაში მათზე სასიკვდილო ექსპერიმენტებისთვის, როგორც ეს უკრაინაში მოხდა?

   ფოტოზე - აშშ-ის ელჩი უკრაინაში, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი, რომელიც აშშ-ის ყოფილ ელჩთან, იან კელისთან და ამჟამინდელ - კელი დეგნანთან ერთად, ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე მტრულად განწყობილი საქართველოს მიმართ, ქართველებისა და ყოველივე ქართულის მოძულე.

საქინფორმი