პუბლიკაციები
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა იცის რუსული და არ იცის ინგლისური ენა - NDI

 საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, ქვეყანაში გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ რუსული ენა იცის; ინგლისურ ენას უფრო ნაკლები ადამიანი ფლობს.

უფრო კონკრეტულად, კითხვაზე: როგორია თქვენი ცოდნის დონე რუსულ ენაში - გამოკითხულთა 19%-ის თქმით, მაღალია, 42%- საშუალო, 23%- დაწყებით დონეზე; 15%-ს საწყისი ცოდნა არ აქვს; 1%-მა არ იცის.

რაც შეეხება ინგლისურ ენას, გამოკითხულთა 9%-მა მაღალ დონეზე იცის, 17%-მა საშუალოდ; 16%-მა დაწყებით დონეზე; 55%-ს საწყისი ცოდნაც არ აქვს; ხოლო 2%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

ორგანიზაციის კვლევის თანახმად, რუსული ენის ცოდნა ყველაზე მაღალი თბილისში, დიდ ქალაქებსა და უფროსი ასაკის მოქალაქეებშია.

უფრო კონკრეტულად, დედაქალაქში რუსული ენა მაღალ დონეზე იცის გამოკითხული მოსახლეობის 31%-მა, საშუალო დონეზე - 42%-მა; დაწყებით დონეზე - 16%-მა ხოლო საწყისი ცოდნა არ აქვს 9%-ს. დიდ ქალაქებში რუსული ენა გამოკითხული მოსახლეობის 23%-მა მაღალ დონეზე, 48%-მა საშუალოდ, 21-მა დაწყებით საფეხურზე იცის, ხოლო 8%-ს საწყისი ცოდნაც არ აქვს.

სოფლებში რუსული ენა გამოკითხული მოსახლეობის 10%-მა მაღალ დონეზე, 39%-მა საშუალოდ; 32%-მა დაწყებით დონეზე იცის, ხოლო 19%-ს საწყის დონეზე ცოდნაც არ აქვს.

რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებში რუსული ენის ცოდნას, ორგანიზაციის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის იმ ნაწილში, რომელიც მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს, რუსული ენა მაღალ დონეზე 20%-მა, საშუალო დონეზე - 42%-მა; დაწყებით დონეზე - 23%-მა იცის, ხოლო საწყისი ცოდნა 15%-საც არ აქვს.

გამოკითხული მოსახლეობის იმ ნაწილში, რომელიც მხარს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს უჭერს, რუსული ენა მაღალ დონეზე 21%-მა, საშუალო დონეზე - 39%-მა; დაწყებით დონეზე - 23%-მა იცის, ხოლო საწყისი ცოდნა 14%-საც არ აქვს. გამოკითხულთა იმ ნაწილმა, რომლებმაც პარტია არ დაასახელეს რუსული ენა მაღალ დონეზე 17%-მა, საშუალო დონეზე - 43%-მა; დაწყებით დონეზე - 23%-მა იცის, ხოლო საწყისი ცოდნა 16%-საც არ აქვს.

ამასთან, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასებისას გამოიკვეთა, რომ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში, დიდ ქალაქებსა და ახალგაზრდებშია.

უფრო კონკრეტულად, დედაქალაქში ინგლისური ენა მაღალ დონეზე, გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 23%-მა იცის, საშუალოდ - 26%-მა; დაწყებით დონეზე - 14%-მა, ხოლო არ აქვს საწყისი ცოდნა- 35%-ს. სოფებში აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგნაირად გადანაწილდა - მაღალ დონეზე ინგლისური ენა იცის გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 2%-მა, საშუალოდ - 11%-მა; დაწყებით დონეზე - 16%-მა; არ აქვს საწყისი ცოდნა - 68%-ს; უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ინგლისური ენა 2%-მა უმაღლეს დონეზე იცის; 4%-მა- საშუალოდ; 10%-მა დაწყებით დონეზე; ხოლო 77%-ს საწყისი ცოდნა არ აქვს.

დიდ ქალაქებში 8%-მა მაღალ დონეზე; 23%-მა საშუალოდ; 25%-მა დაწყებით დონეზე იცის, ხოლო 44%-ს საწყისი ცოდნაც არ აქვს. რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებში ინგლისური ენის ცოდნას, ორგანიზაციის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის იმ ნაწილში, რომელიც მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს, ინგლისური ენა მაღალ დონეზე 6%-მა, საშუალო დონეზე - 19%-მა; დაწყებით დონეზე - 15%-მა იცის, ხოლო საწყისი ცოდნა 56%-საც არ აქვს.

გამოკითხული მოსახლეობის იმ ნაწილში, რომელიც მხარს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს უჭერს, ინგლისური ენა მაღალ დონეზე 13%-მა, საშუალო დონეზე - 19%-მა; დაწყებით დონეზე - 13%-მა იცის, ხოლო საწყისი ცოდნა 53%-საც არ აქვს. გამოკითხულთა იმ ნაწილმა, რომლებმაც პარტია არ დაასახელეს ინგლისური ენა მაღალ დონეზე 10%-მა, საშუალო დონეზე - 16%-მა; დაწყებით დონეზე - 17%-მა იცის, ხოლო საწყისი ცოდნა 56%-საც არ აქვს.

ცნობისთვის, ანგარიში 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.

interpressnews.ge