პოლიტიკა
2011 წლის 15 ივნისს, 13.00 სთ-ზე სასტუმრო „BETSY’S HOTEL” საკონფერენციო დარბაზში (თბილისი, მაყაშვილის ქ. №32-34, www.betsyhotel.com) გაიმართება სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: „ჩერქეზი ხალხის ე. წ. „გენოციდის“ აღიარება და მისი შედეგები საქართველოსთვის“.
საინფორმაციო მხარდაჭერას ახორციელებენ გაზეთები „საქართველო და მსოფლიო“, „ილორი“, ჟურნალი „ისტორიული მემკვიდრეობა“, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ისტორიკოსები, პოლიტოლოგები, უფალებათა დამცველები, ჟურნალისტები, საზოგადოების წარმომადგენლები.