პოლიტიკა
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი საქართველოს 12-15 ივნისს დაგეგმილ სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში ეწვევა.
შვედეთის საგარეო უწყების ცნობით, ტურნეს ფარგლებში კარლ ბილდტი თავის კოლეგებს შეხვდება და რეგიონში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე განახლებულ ინფორმაციას მიიღებს. ბოლოს კარლ ბილდტი საქართველოს მარტის ბოლოს სტუმრობდა, ხოლო მაისში შვედეთში თავად მასპინძლობდა ქართველ კოლეგას – გრიგოლ ვაშაძეს.