რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: სახელმწიფო - სახელმწიფოში, უკრაინა ავღანეთის ნაცვლად და სხვა საფრთხეები საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის

   ფერისცვალების შემდეგ ქართველებყოველ ჯერზე ამინდის ცვლილებაელიან. და მართლაც - ყოველწლიურად, 19 აგვისტოს შემდეგ გაუსაძლისი სიცხე ადგილს სიგრილს თმობს, თუმცა რუსი ტურისტებისათვის ნულს ზემოთ 20 გრადუსიზაფხულია. მაგრამ „აცივდა“ კი ამჯერად რუსი ტურისტებისთვისაც? მართლა დაიღალნენ ქართველები რუსებით, არ უშვებენ მათ საქართველოში, ხოლო ჩამოსულებს მიანიშნებენ, რომ სტუმრობა გაუგრძელდათ?

   ქართველები დღესაც გულითადად ხვდებიან რუსებს, რომლებიც ყოველთვის უყვარდათ და მეგობრობდნენ, რადგან მათ დისკომფორტი არასოდეს შეუქმნიათ. რუსები წავიდნენ - და თბილისი გაივსო ქართველებისთვის კულტურითა და სარწმუნოებით უცხო ხალხთა წარმომადგენლებით, რომლებიც გამომწვევად იქცევიან საზოგადოებრივ სივრცეში, ხელს უწყობენ სისხლის სამართლის დანაშაულების ზრდას, ნარკომანიას, პროსტიტუციას, არასრულწლოვანთა გარყვნას.

გასულ პარასკევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში წარდგენილ 2021 წლის ანგარიშში, მიუხედავად წინა ანგარიშიდან გადაღებული დასავლელი პარტნიორების მოსაწონი თეზისისა - მთავარ საფრთხედ უწინდებურად რჩება რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია“, აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში, ისევე როგორც წინა წლებში, საქართველოში არ დაფიქსირებულა რუსეთის მოქალაქეების მიერ დივერსიული, ტერორისტული, ჯაშუშური ქმედებების ან კრიმინალური დარღვევების არც ერთი ფაქტი, არადა ბოლო წლებში საქართველოში მილიონობით რუსია ნამყოფი. რუსი ტურისტები შემოდიოდნენ 2018-ში, 2019-შიც – 2019-ში იყო ზუსტად ორჯერ მეტი შემოსული. არ მომხდარა არც დივერსია, არც ტერორისტული აქტი... ნულოვანი სტატისტიკაა დანაშაულის ჩადენისა – სისხლის სამართლის საქმეებს ვგულისხმობ, შემოსული ტურისტების მხრიდან; ასე რომ, იყავით მშვიდად, ნუ აყვებით პანიკას”, - განაცხადა ლილუაშვილმა და აქვე აღნიშნა, რომ არანაკლებ საშიშია რუსული ოპოზიციის ავანგარდში მყოფი ადამიანების უკონტროლო შემოდინება“. კერძოდ, ის გულისხმობდა "შსს-ს და სუს-ის მიერ გაფილტრულს" - დიმიტრი ალეშკოვსკისა და თამარა ეიდელმანს, დევიდ ფელდმანსა და მიხაილ ფიშმანს, ლიუბოვ სობოლს, ალექსეი რომანო და მსგავს ოპოზიციურ ჟურნალისტებს, ბლოგერებს, პოლიტტექნოლოგებს, რომლებიც საქართველოში არ შემოუშვეს.

   ფეიკები იმის შესახებ, რომ „ქართველებს ეშინიათ რუსების შემოდინების, რომლებიც იღებენ საქართველოს მოქალაქეობას, ყიდულობენ აქ უძრავ ქონებას, არეგისტრირებენ ბიზნესს და სამუდამოდ რჩებიან“, დუეტში ავრცელებს რუსული და ქართული ოპოზიცია: „სვობოდნაია როსიას“ ფონდში გაერთიანებული ხოდორკოვსკი, კასპაროვი, ნავალნი და მათი გარემოცვა, ცენტრალური ოფისით ვაშინგტონში და ფილიალებით კიევსა და თბილისში; სხვადასხვა ექსპერტებთან ერთად, როგორებიცაა ყოფილი ელჩი მაიკლ მაკფოლი, ფონდის გამგეობის თავმჯდომარე დევიდ კრამერი და დირექტორი სამხრეთ კავკასიის საკითხებში ეგორ კუროპტევი, რომელიც საქართველოში სამუდამოდ გადმოსახლდა; სააკაშვილის ექსმმართველი ნაცმოძრაობა“ და მის ბაზაზე შექმნილი ქვედანაყოფები, რომლებიც ზემოაღნიშნულ უცხოელებთან ინტეგრირებულნი არიან ერთიან იდეოლოგიურ დივერსიულ რუსოფობიურ პლატფორმაზე. სწორედ მათი - გადაბირებული ადგილობრივი რადიკალების მეშვეობით "სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები ცდილობენ შეარყიონ საქართველოს დემოკრატიული იმიჯი, სახელმწიფოებრიობა, ხელი შეუწყონ დესტაბილიზაციას და ხელისუფლების შეცვლას", - აღნიშნა ლილუაშვილმა ანგარიშში. გამოვლენილი იქნა ასევე გარე აქტორებთან შესაძლო დესტრუქციული კავშირის მქონე პოლიტიკური ძალების გააქტიურების ტენდენცია. ეს სუბიექტები სხვადასხვა პლატფორმების, სოცქსელების, ინტერნეტ ტელევიზიის, ვებსაიტების, ტელემაუწყებლობის გამოყენებით ახორციელებდნენ აქტიურ დეზინფორმაციულ პოლიტიკას. ისინი ბოროტად იყენებდნენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და მიზანმიმართულად ავრცელებდნენ მავნე იდეოლოგიას. ამით საზოგადოება შეცდომაში ეჰყავდათ, თავს ესხმოდნენ სახელმწიფო დაწესებულებებს და შეგნებულად ცდილობდნენ ქვეყნის მშვიდობიან ცხოვრებაში არეულობისა და დისონანსის შეტანას“, - განაცხადა სუს-ის უფროსმა და შემთხვევითი როდი იყო, რომ იმავე დღეს რადიკალური ოპოზიციის ტელეკომპანიებმა გაავრცელეს ფეიკი, რომ ლილუაშვილი პრემიერ-მინისტრად გადაჰყავთ და ღარიბაშვილს უკვე მეორედ გადაყენებას უპირებენ. ასეა თუ ისე, დღეს ვიღაცამ უნდა დათმოს - ან აშშ-ელჩმა კელი დეგნანმა, მის ირგვლივ შემოკრებილ დასავლელ საქართველოს მეგობართან“ ერთად; ან პრემიერმა ღარიბაშვილმა და ქართული ოცნებისთავმჯდომარე კობახიძემ, რომლებმაც საქართველოს მიმართ მათი დესტრუქციული ქმედებები ამხილეს.

ქართველი ნეონაცისტები კლასიკური მოღალატეები და პროვოკატორები არიან, ხულიგნობენ ქუჩებში, წერენ რუსების შეურაცხმყოფელ სიტყვებს კედლებსა და ასფალტზე, რისთვისაც პატრული მათ სოლიდურ ჯარიმებს აკისრებს. უფრო მეტი, უკრაინელი კოლეგებისგან განსხვავებით, მათ დასავლეთის მხარდაჭერითაც კი არ შეუძლიათ. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის ყველა მცდელობა ჩაიშალა - ოპოზიციამ მიზანს ვერ მიაღწია, მიუხედავად მოღალატე შს მინისტრი - პრემიერი გახარიასი, რომელმაც მათ სასარგებლოს რამდენიმე ანტისამთავრობო პროვოკაცია მოაწყო (რეიდი კლუბ „ბასიანში“, ოპერაციპანკისის ხეობაში და აქციის დარბევა რუსთაველზე, რომლის დროსაც პოლიციას გაუმართლებლად ხისტად მოქმედება დაევალა).

   ცნობისთვის: მთლიანობაში, უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში არ შემოუშვეს დაახლოებით რუსეთის სამი ათასი მოქალაქე, ეს არის აგვისტოსში შემოსული რუსი ტურისტების ერთი პროცენტი. ძირითადად, არ უშვებდნენ თურქეთიდან ჩამოსულებს სარფში თურქეთ-საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას, ესენი იყვნენ საქართველოს მიერ არაღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მოქალაქეები, ასევე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ნამყოფები. ოკუპაციის შესახებ კანონი არ გაუქმებულა და ამ ბოლო კატეგორიასაკონტროლო-გამშვებ პუნქტზე უწინაც ბლოკავდნენ. დიახ, საქართველოში გაუქმდა გალკინის, მაკარევიჩის და მელაძის კონცერტები, მაგრამ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველებს არ უყვართ მოღალატეები, არამედ იმიტომაც, რომ მათ აქ არ მაყურებელი არ ჰყავთ და არც არასდროს ჰყოლიათ, ქართველებისთვის გაუგებარია მათი მესამეხარისხოვანი შემოქმედება რა მხოლოდ რუსული ენის არცოდნის გამო, ხოლო მათი გამოჩენა თბილისის ნებისმიერ სცენაზე გადაიზრდებოდა ანტირუსულ პროპაგანდისტულ შოუში, სადაც საფრთხობელებივით იფრიალებდა ლურჯ-ყვითელი დროშები.

   ზემოხსენებული ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია (ენა არ მიბრუნდება „ქართული“ ვუწოდო) - აი რეალური საფრთხე ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის! ჯაშუშები დეკანოიძე, სამადაშვილი, ხოშტარია, გიგაური და ლომჯარია, რომლებიც ფინანსდებიან არა მარტო დასავლეთის მიერ, არამედ უკრაინიდანაც, მათი დე ფაქტო ლიდერის, არახამიას მეშვეობით, აგროვებენ ინფორმაციას და ადგენენ სასანქციო სიებს, რომლებსაც, გარდა კიევისა, ვაშინგტონსა და ბრიუსელში აგზავნიანკელი დეგნანის და საქართველოზე სპეციალიზირებული, ამასწინანდელი კონფერენციის "დიდება უკრაინას" მონაწილეების - ზემოხსენებული დევიდ კრამერის, ამერიკის ექს-ელჩი იან კელი, საქართველოში სკანდალურად ცნობილი ჟიგიმანტის პავილიონისის, ვიოლა ფონ კრამონის, ანა ფოტიგას, ლორა თორნტონისა და სხვების მეშვეობით, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

სამშობლოს ღალატია, როცა ოპოზიცია მთელმსოფლიოს გასაგონად აცხადებს, რომ საქართველომ თავის საჰაერო სივრცეში გაატარა იარაღით დატვირთული ირანული თვითმფრინავი რუსეთში, რომელიც არ გაუშვა აზერბაიჯანმა, ან რომ საქართველო იღებს და ატარებს თავის საზღვაო პორტებში რუსული ნავთობითდა გაზით დატვირთულ რუსულ გემებს, რომელებისანქციებს ექვემდებარება! ძნელი გასაგები როდია, ისკენ მოუწოდებენ ამით დასავლურ კოალიციდაქირავებული კოლაბორაციონისტები - მოღალატეები, რომლებიც თავს პოლიტიკურ ოპოზიციას უწოდებენ.

   საშიშროებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, ყბადაღებულ „რუსულ ოკუპაციაზე“ მეტად, სუს-ის ხელმძღვანელის ციხეში მყოფი ყოფილი მოადგილე გოგაშვილი უქმნის, რომელიც ავრცელებს და პირობას დებს, რომ კვლავაც გააგრძელებს მისთვის სამსახურებრივად ცნობილი ინფორმაციის გამჟღავნებას! სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საშიშროებას წარმოადგენს სუსიდან მონაცემების გაჟონვა DarkNet-ში ფარული თვალთვალის ბაზის განთავსების სახით, თანამშრომელთა რეპორტებთან ერთდ! ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიშროებაა, როდესაც მრავალეროვან თბილისში უკრაინელი ემიგრანტები აწყობენ ანტირუსულ შაბაშებს დროშებითა და შესაბამისი პლაკატებით, ხოლო მათი შვილები სათამაშო ავტომატებით „ხეროებსა და მოსკალებს“ თამაშობენ.

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეს წარმოადგენს მისი არაადეკვატური პრეზიდენტი - აგენტი და რეზიდენტი ზურაბიშვილი, რომელმაც დიდი ხანია ოპოზიციის მხარე დაიკავა, ბოღმით სავსემ ჯერაც არ შეიწყალა სააკაშვილი მხოლოდ იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა იგი პირადად დაამცირა. სხვათა შორის, ზემოაღნიშნული უკრაინული ღონისძიებები, როგორც წესი, პრეზიდენტის სასახლის წინ მდებარე ბაღში იმართება.

საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს არა რუსი ტურისტი, არამედ აშშ-ელჩი - ევროპასა და აფრიკაში აშშ-საზღვაო ძალების სარდლის ყოფილი პოლიტიკური მრჩეველი კელი დეგნანი წარმოადგენს, რომელიც საქართველოში სახელმწიფოს სახელმწიფოში ხელმძღვანელობს! გარდა ჯიბის პოლიტიკოსებისა და ყველა სახელმწიფო სტრუქტურასა და მსხვილ კერძო კომპანიებში ჩანერგილი აგენტ-ინფორმატორისა, აშშ-ის ელჩი თავის კომპიუტერში ამერიკული თანამგზავრიდან იღებს ოპერატიულ ინფორმაციას საქართველოს ყველა საზღვრიდან, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ სუს-ის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებისთვის, თვალს ადებნებს ქვეყნის საჰაერო და საზღვაო სივრცეს, შემდეგ კი, ასაც საჭიროდ თვლის, ოპოზიციას გადასცემს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ სკანდალურად გასაჯაროებისთვის. სწორედ ამიტომ, აშშ-მა საქართველოს იმდენი სხვადასხვა სადაზვერვო ტექნიკა აჩუქა - სპეცაღჭურვილობა მესაზღვრეებისა და ძალოვანი სტრუქტურებისთვის, რომელიც ყოველ ჯერძე საზეიმო ვითარებაში გადასცემდა კელი დეგნანმა, მათ შორის რადარები, რომლებიც განსაზღვრავენ ტვირთის ტონაჟსა და ნაირსახეობას გემსა და თვითმფრინავზე! ასე ოპერატიულად იგებს ოპოზიცია და შემოჰკრავზარებს საქართველოს პორტებში ყველა გემზე, რომელიც რუსეთიდან შემოვიდა, ყველა სატვირთო მანქანაზე, რომელმაც ლარსი გადაკვეთა, ან საქართველოს ცაზე რუსეთისკენ მიმავალ თვითმფრინავზე! მაგრამ საქართველოში ჩამოსულ „რუს დივერსანტებზე“ არ აყვირებულან - ალბათ, თავად არიან და ამიტომ...

   საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის კიდევ ერთი საფრთხემისი შანტაჟი ნატოსა და ევროკავშირში რეალური გაწევრებით. ჯანდაბას გასულ კვირას დასრულებული წვრთნები „Noble Partner 2022“, რომელსაც საქართველომ მეექვსედ უმასპინძლა და ევროკომისიის თორმეტპუნქტიანი ულტიმატუმიც კი კანდიდატის მანდატის მოსაპოვებლად, რომელიც არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და ლახავს თავმოყვარეობას! ეგებ ოდესმე კიდეც გავიგოთ, რატომ ისწრაფვოდა საქართველო ევროკავშირისკენ, რომელიც რუსეთის წინაშე უსუსურია, სადაც დღეს 3 წლით აპატიმრებენ, თუ ოთახში ტემპერატურა +18-ზე მეტია და რომლის ვალუტაც აშშ-მ ერთ თვეში გააჩანაგა! ეს ამერიკამ დიდი ხნის წინ ჩაიფიქრა - ჯერ კიდევ მაშინ, როცა დიდმა ბრიტანეთმა ბრექსიტი გამოაცხადა, ანგლოსაქსები საკუთარ თავს ხომ არ დაისჯიან?!

   „ავღანეთი დიდი ხნის წინ დასრულდა, დაიწყო უკრაინა! აქამდე რატომ არ ჩაერთეთ, თუ ნატოში გაწევრიანება გინდათ?!“ - ჰკითხეს გასულ კვირას საქართველოს თავდაცვის მინისტრს გერმანიაში, ამერიკულ რამშტეინის სამხედრო ბაზაზე (ავღანეთში ნატოს მისიის ყოფილი გადასატვირთი პუნქტი). გამოდის, იმ დროს, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე კობახიძე მუდმივად ირწმუნებია, რომ საქართველოს ვერ აიძულებენ რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნასპირველი უკრაინული ფრონტის“ დასახმარებლად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდელეგაცია მონაწილეობს უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში, სადაც განიხილება უკრაინის საჭიროებებშეიარაღებაში და ნატოს წევრი და არაწევრი ქვეყნების, როგორიცაა საქართველო, შესაძლებლობები უკრაინის დასახმარებლად!

   ცნობისთვის: საკონტაქტო ჯგუფი მხარს უჭერს უკრაინას და გმობს „რუსეთის გაუმართლებელ და აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ“. შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა და გაერთიანებული შტაბის უფროსმა გენერალმა მარკ მილიმ უმასპინძლეს. უკრაინის თავდაცვის საკითხებზე მომუშავე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში საქართველოს თავდაცვის მინისტრაშშ-ის თავდაცვის ინისტრის მიწვევით მონაწილეობა.

ჩვენ ვაპირებთ გავაღრმავოთ ჩვენი საერთო გადაწყვეტილება, დავეხმაროთ უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა და მადლობა გადაუხადა შეხვედრაში მონაწილე მხარეებს. შეხვედრაზე განვიხილეთ უკრაინაში არსებული ვითარება, შესაძლებლობები, მომავლის პერსპექტივები, თუ როგორ შეუძლიათ ნატოს წევრ და არაწევრ ქვეყნებს უკრაინ დახმარება. ეს ჯგუფი აქტიურად გააგრძელებს მუშაობას და დაეხმარება უკრაინას მისი შესაძლებლობების განვითარებაში“, - დაადასტურა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ. არა მგონია საჭირო იყოს იმის დაზუსტება, რა სახის დახმარება ჰქონდათ მხედველობაში თავდაცვის მინისტრებს - იარაღითა და ჯარისკაცებით და არა პურითა და სურსათ-სანოვაგით, რომლის მილიონობით ტონა ევროკავშირმა მოტყუებით გაიტანა უკრაინიდან ბოლო ორი კვირის განმავლობაში - თავისი შიდა საჭიროებისთვის და არა უკიდურესად გაჭირვებული ქვეყნებისთვის

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2022 წლის 11 სექტემბერი
საქართველო, თბილისი

ფოტოზე: საქართველოს სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩთან, მარკ კლეიტონთან, აშშ-ის საელჩოსა და თავდაცვითი საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) თანამშრომლებთან ერთად - სპეცოპერაციების დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ საველე წვრთნებზე მიმდინარე წლის აგვისტოში.