საზოგადოება
აფხაზური არჩევნების კალენდარი

afxazeTis-arcevnebi„აფხაზეთის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველებმა კანდიდატურები 27 ივნისიდან 17 ივლისამდე პერიოდში უნდა წარადგინონ“, – იუწყება „აფსნიპრესი“.

ვადამდელი არჩევნები, რაც აფხაზეთის ლიდერ სერგეი ბაგაფშის გარდაცვალებამ განაპირობა, 26 აგვისტოს ჩატარდება.

რეგიონის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 10 ივნისს განაცხადა, რომ ამჟამად მიმდინარეობს ამომრჩეველთა სიების გადამოწმება.

კომისიის განცხადებით, პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია არაუგვიანეს 27 ივლისისა დასრულდება.

არჩევნების შედეგები არაუგვიანეს 29 აგვისტოს გამოცხადდება; თუკი ვერცერთი კანდიდატი ამომრჩეველთა ნახევარზე მეტის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, არჩევნების მეორე ტური ორ კვირაში დაინიშნება.

პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატებად ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებელი, ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი, პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა და ოპოზიციონერი რაულ ხაჯიმბა მოიაზრებიან. პოტენციურ კანდიდატებს შორის სახელდება, ასევე, აფხაზი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ბესლან ბუთბა, რომელიც 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა და ხმების 8 პროცენტამდე მიიღო.