აქტუალური
საქსტატის ბოლო მონაცემებით, საქართველოში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 144,5 ლარია, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი – 273,7 ლარი.
რამდენადაა რეკომენდაციებით განსაზღვრული თანხა საკმარისი რეალური არსებობისთვის, ეს სხვა საქმეა. ახლა აქტუალური ის უფროა, როგორმე დღიური ლუკმაპური იშოვოს ადამიანმა. დღეს ქვეყანაში სიღატაკის უკიდურესად დაბალი დონეა (განსხვავებით სიღატაკის ზღვარსმიღმა არსებულ ოჯახთა ოფიციალური მონაცემთა ბაზისგან). თუმცა აღარავის უკვირს, ულუკმაპუროდ დარჩენილი ადამიანების სანაგვე ყუთებში ქექვა.
მეტად შემზარავია, როცა საქმე გვაქვს მოზარდთან. მას სწორედ კილოკალორიებით გათვლილი არათუ მონაცემები სჭირდება, არამედ შესაძლებლობაც, შეიძინოს ასეთი პროდუქტი.
P.S. საქინფორმი ორიოდ დღის წინ ასეთ ფაქტს წააწყდა. „ღამით მომუშავე“ ყმაწვილებს ვინაობა არ გაუმხელიათ, თუმცა არ დაუმალავთ, რომ შიოდათ და ნაგავში ბოთლებს ეძებდნენ, რომ ჩაებარებინათ და ორიოდ თეთრი ეშოვათ.