აქტუალური
პროექტის – „შეაგროვე მაკულატურა, გადაარჩინე ტყე!“ – ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, გამოაცხადა კონკურსი – „მწვანე სკოლები“.
კონკურსი მიზნად ისახავს საჯარო სკოლებში მაკულატურის შეგროვების მიზნით „მწვანე ყუთების“ განთავსებას, ასევე, სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, 1 წლის შემდეგ, გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, ყველაზე „მწვანე“ სკოლის გამოვლენას.
„მწვანე ყუთის“ მიზანია მოსახლეობაში მაკულატურის შეგროვება-გადამუშავების კულტურის დამკვიდრება და ქაღალდის პარკების გამოყენების პოპულარიზაცია.